ევროკავშირი: ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს იურიდიული ძალა არ აქვს — რუსეთის ქმედებები უკანონო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებია
გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა — „დღეს გათავისუფლებას ნამდვილად არ ველოდებოდი“
საგარეო უწყება: ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოა და ვერ წარმოშობს საერთაშორისო-სამართლებრივ შედეგს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის SOC ჯგუფი: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა
კობახიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება — „ენჯეო“ ხელოვნურად მოგონილი ფენომენია
კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა

ვოლოდიმირ ზელენსკი - ოდესის პორტის დაბომბვა მოწმობს, რომ დაპირების მიუხედავად, რუსეთი ყოველთვის იპოვის გზებს, შეთანხმება არ განხორციელდეს

ნახვები: 733 ვოლოდიმირ ზელენსკი - ოდესის პორტის დაბომბვა მოწმობს, რომ დაპირების მიუხედავად, რუსეთი ყოველთვის იპოვის გზებს, შეთანხმება არ განხორციელდეს

ოდესის პორტის დაბომბვა მოწმობს, რომ დაპირების მიუხედავად, რუსეთი ყოველთვის იპოვის გზებს, შეთანხმება არ განხორციელდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, სტამბოლში გაფორმებული შეთანხმებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში, ოდესის პორტის ტერიტორიაზე მარცვლეულის ტერმინალები დაიბომბა.

„დღეს უკრაინის წინააღმდეგ დიდი რაოდენობით რაკეტებით დარტყმა განხორციელდა. ჩვენთვის ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, სამწუხაროდ. მაგრამ რატომ მინდა ამის თქმა. იმიტომ, რომ ეს დაკავშირებულია სამიზნეებთან, სადაც ეს სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. ისინი მიმართული იყვნენ, სხვა ტერიტორიებთან ერთად, ოდესაში. და ეს მას შემდეგ, რაც გუშინ თურქეთმა, გაერო-მ და რუსეთმა განაცხადეს, რომ მათ იციან, როგორ მოილაპარაკონ და უზრუნველყონ უსაფრთხო დერეფანი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის. 24 საათი არც იყო გასული, ოდესის პორტში მარცვლეულის ტერმინალები დაიბომბა. ეს მოწმობს, რომ რაც უნდა თქვას ან შეპირება გასცეს, რუსეთი ყოველთვის იპოვის გზებს, რომ შეთანხმება არ განხორციელდეს. გეოპოლიტიკურად, იარაღით, სისხლით თუ არა. მას აქვს რამდენიმე ვექტორი, როგორც ის ყოველთვის მოქმედებს. ეს აჩვენებს, რომ უკრაინა არ შეიძლება იყოს ქვეყანა, სადაც გაყინული კონფლიქტია. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება, რომ უკრაინამ შეძლოს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა