საია - საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს
დონალდ ტრამპი - ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ირანთან დაკავშირებით
ცალკეულ სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე

ადამიანები, ვისაც გულწრფელად გვინდა ევროპასთან საქართველოს მომავლის დაკავშირება, ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოვიქცევით-დავით უსუფაშვილი

18.07.2022 ნახვები: 710

ადამიანები, ვისაც გულწრფელად გვინდა ევროპასთან საქართველოს მომავლის დაკავშირება, ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოვიქცევით, ეს კონკრეტულად რაში გამოიხატება, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, ის, რომ ფრაქცია „ქართულ ოცნება“ არ აპირებს რიგგარეშე სესიაში მონაწილეობის მიღებას, „ეს უმრავლესობის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო“.

„სამართლებრივად კონსტიტუცია ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ რიგგარეშე სესია პრეზიდენტი იწვევს და შემდეგ ბიურო ადგენს იმ გეგმას, რომლითაც უნდა იმუშაოს, მაგრამ ამ პროცესში მონაწილეობა უმრავლესობამ მიზანშეწონილად არ ჩათვალა, რაც სწორი ნაბიჯი არ არის, ვინაიდან ჩვენ ყველა, პირველ რიგში კი, ხელისუფლება უნდა ცდილობდეს შეხების წერტილების გაჩენას და არა პირიქით. საკონსტიტუციო ცვლილებები თავისთავად, სულ რომ არ იყოს საუბარი 12 პუნქტზე, უმრავლესობა თავად უნდა ეძებდეს იმ თემებს, რომელზეც შეიძლება, გადაწყვეტილება ყველამ ერთად მივიღოთ. ამან, რომ მოხსნას წინააღმდეგობები ყველა მხრიდან, ჩვენი მოტივაცია ეს იყო. „ქართული ოცნება“ ამისთვის მზად არ არის და აპირებს, იგივე რეჟიმში გააგრძელოს პარლამენტში მუშაობა, როგორც მუშაობდა. ჩვენი გეგმები იქნება მიმართული საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიერ იმ ამოცანების შესრულებისკენ, რომელიც საჭიროა ევროკავშირის წევრობის მოსაპოვებლად. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას 12 პუნქტის შესასრულებლად საჭირო ყველა შესაძლო გადაწყვეტილებაზე და შემოდგომიდან გვექნება აქტიური ფაზა ამ გადაწყვეტილებების მხარდაჭერის. ამ პროცესში ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყანა არასწორ გზაზე დააყენოს. ადამიანებს, ვისაც გულწრფელად გვინდა ევროპასთან საქართველოს მომავლის დაკავშირება, ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოვიქცევით. ეს კონკრეტულად რაში გამოიხატება, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა