„ისინი კანონპროექტებს გამოაგზავნიან, შენ კი ვეტოს დაადებ. საბოლოოდ, ერთი-ორი თვის შემდეგ, როდესაც ყველაფერს ვეტო დაედება, რაც უბრალოდ დროის ფუჭი კარგვაა, მოვლენ და შეთანხმებას დადებენ“, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, დემოკრატების მიერ კონგრესზე კონტროლის მოპოვების შემთხვევაში საკანონმდებლო პროცესში დაპირისპირებას ელოდება, თუმცა მიიჩნევს, რომ ვეტოს გამოყენება მხარეებს საბოლოოდ შეთანხმებისკენ უბიძგებს.
ტრამპმა პრეზიდენტობის მესამე ვადით კენჭისყრის შესაძლებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის სურვილი აქვს, თუმცა კონსტიტუციური შეზღუდვა ამის საშუალებას არ აძლევს.
„სიამოვნებით ვიყრიდი კვლავ კენჭს, ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს, თუმცა კონსტიტუციის ფორმულირება ძალიან მკაცრია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აშშ-ის კონსტიტუციის 22-ე შესწორება ერთი და იმავე პირის პრეზიდენტად ორზე მეტჯერ არჩევას კრძალავს.