რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

ნახვები: 354 თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა დაიწყო.

ამ ამბავს ჩვენს ბანაკში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მოდით, მეც გაგიზიარებთ ჩემს მოსაზრებას.

ჩემი პროგნოზით, 60/40-ზეა ალბათობა, რომ პარტიებს არ გააუქმებენ, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს თვეებში მაინც.

ორივე ვარიანტის სასარგებლოდ რამდენიმე არგუმენტი არსებობს.

ჯერ დავიწყოთ იმით, რატომ ვფიქრობ, რომ 60%-იანი ალბათობით გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

პირველ რიგში, ჩვენ ისევ ვუშვებთ ერთსა და იმავე შეცდომას, როდესაც ბიძინას ქმედებების მოტივაციის დადგენას ვცდილობთ. კვლავ ვეძებთ რაღაც პოლიტიკურ გათვლებს – ამერიკა, ევროპა, ჩინეთი, რუსეთი, „პუტინმა დაურეკა“ და ა.შ.

მე კი წლებია ვღაღადებ – ნუ ეძებთ მის ნაბიჯებში პოლიტიკურ გათვლებს. როგორც წესი, შემთხვევების 90%-ში საქმე გვაქვს მის პირად ბოღმასთან ან ახირებასთან.

დღეს საქართველოს მართავს მაფიოზი, რომელიც, თანაც, მთლად ადეკვატური არ არის. ამიტომ მისი ნაბიჯები სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ.

გაიხსენეთ 2024 წლის 28 ნოემბერი. დღემდე კითხულობს ხალხი – რატომ თქვა კობახიძემ ის, რაც თქვა? რა აზრი ჰქონდა ამ განცხადებას?

ახსნებიც შესაბამისია, ძირითადად სერიიდან – „პუტინმა უბრძანა“.

ამ დროს ბევრს აღარ ახსოვს, რა მოხდა 28 ნოემბრის დილით – ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც არჩევნების ლეგიტიმურობა არ აღიარა.

კობახიძის განცხადება სწორედ შეშლილი მაფიოზის ლოგიკით უნდა განვიხილოთ – აჰა, თქვენ მე არ მაღიარებთ? აბა, ნახეთ, რას ვიზამ საპასუხოდ!

ეს არის რუსული ბანდიტური ლოგიკა. ესკალაციის სპირალი – აბა, მოდით, შემეჯიბრეთ, ვის შეუძლია თამასის უფრო მაღლა აწევა.

სწორედ ამ ლოგიკას ექვემდებარება კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ნორმალური პოლიტიკური ლოგიკით აუხსნელია – აგენტების კანონის მიღება.

ყველა ისევ პუტინის ზარს ეძებდა, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ საქმე შვეიცარიულ ბანკს ეხებოდა.

ახლა უფრო ახლო წარსულშიც გადმოვიდეთ.

გახსოვთ, რა მოხდა 11 აგვისტოს?

გეტყვით, რაც მოხდა.

11 აგვისტოს ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხს განიხილავდა. რა გააკეთა ქოცობამ ამის საპასუხოდ? სწორედ 11 აგვისტოს დაინიშნა პოლიტიკური ლიდერების სასამართლო პროცესი.

იგივე ბანდიტური ლოგიკა – რაო, ჩემს დასანქცირებას აპირებთ? მაშინ თქვენს ხალხს ციხეში ჩავაყუდებ 15 წლით!

11 აგვისტომ მშვიდად ჩაიარა, არავინ დაუსანქცირებიათ, სასამართლო პროცესიც გაურკვეველი დროით გადაიდო.

რა მოხდა დღეს? რატომ დაჩქარდა პარტიების აკრძალვის პროცესი?

გაიხსენეთ, რა მოხდა რამდენიმე დღის წინ – ევროკავშირმა პარტიების აკრძალვის საკითხზე რეზოლუცია მიიღო.

როგორც კი ეს რეზოლუცია გამოქვეყნდა, მაშინვე გამოცხადდა პარტიების აკრძალვის პროცესის დაწყება.

ისევ ბანდიტური ლოგიკა. ისევ ესკალაციის სპირალი, ისევ შანტაჟი – მიიღებთ რაიმე საგნობრივ გადაწყვეტილებას? პარტიებს გავაუქმებთ და მერე უკვე თქვენ მოგიწევთ ან ხელის ჩაქნევა, ან ამ ესკალაციაში ჩაბმა, რაც თქვენ არ გინდათ.

ეს არის არგუმენტები იმის სასარგებლოდ, რომ საბოლოოდ საქმე ისევ თაროზე შემოიდება.

ერთადერთი არგუმენტი 40%-იანი ალბათობის სასარგებლოდ, ანუ იმისა, რომ პარტიები გაუქმდება, მანანა კობახიძის გადადგომაა.

ქოცი დედამიწაზე სკამისა და ფულისთვის არსებობს და ამაზე უარი რომ თქვას, სერიოზული მიზეზი უნდა ჰქონდეს.

თუმცა არც ეს არის 100%-იანი არგუმენტი. რა ვიცით ჩვენ მანანა კობახიძის მოტივების შესახებ? სამ თვეში ვადა ეწურება, ისედაც წამსვლელია და იქნებ იფიქრა – მოდი, ლამაზად წავალო!

ჩვენს დროში ერთმა სწორმა ნაბიჯმა შეიძლება 14 წლის ცოდვები ჩამოგრეცხოს. იქნებ ასეცაა? ვინ იცის?

მოკლედ, ჩემი „პოლიტმარკეტი“ ასეთია – 60% – არა, 40% – კი.

ჩემი აზრით, პროცესი იანვრამდე გადაიდება.

რატომ იანვრამდე? იმიტომ, რომ ევროკავშირი ისევ უბრუნდება საქართველოს საკითხს. სწორედ ამ დროს დასჭირდება არქიპოს ესკალაციის ახალი საფეხური.

დამასანქცირებთ? პარტიებს გავაუქმებ. არა? მერე ვნახოთ. იქნებ არც გავაუქმო...

კიდევ ერთხელ – ეს მხოლოდ ალბათობაზე დაფუძნებული პროგნოზია. საერთოდ არ არის გამორიცხული, რომ პარტიები ხვალ დილითვე გააუქმონ, მაგრამ ამის ალბათობა, ჩემი შეფასებით, მაინც ნაკლებია.

P.S. ალბათ ვერ გაიგეთ, ეს ვიდეო რა შუაშია.

ეს არის ფრაგმენტი ფილმიდან „ნათლიმამა 2“.

კორლეონეს კლანის ერთ-ერთი ყოფილი წევრი, ფრენკ პენტანჯელი, მაიკლ კორლეონეს წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აპირებს.

უცებ მაიკლ კორლეონეს დარბაზში შემოჰყავს ფრენკის ძმა ვინჩენცო, რომელიც ახლახან ჩამოიყვანეს სიცილიიდან.

სიგნალი გასაგებია – ბევრს ილაპარაკებ და შენს ძმას იცი, რაც მოუვა.

ჰოდა, დღეს ჩვენ ყველანი მაფიოზურ სისტემაში ვცხოვრობთ და ფრენკ პენტანჯელის ძმის როლში ვართ.

როგორც მაკკეინი იტყოდა – Today we all are Vincenzo Pentangeli.

ეს არის ჩვენი რეალობა...

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა