რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends
France unrest: Macron blames far-left groups for violence

თორნიკე შარაშენიძე: რესურსების ათვისება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიქნებით უფრო უსაფრთხოდ და ვიქნებით უფრო მდიდრები

ნახვები: 379 თორნიკე შარაშენიძე: რესურსების ათვისება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიქნებით უფრო უსაფრთხოდ და ვიქნებით უფრო მდიდრები

 საქართველოში მსხვილი ენერგოპროექტების შეფერხება და ჩაშლა კომპლექსურ პრობლემად ჩამოყალიბდა. ძალიან ცოტა ადამიანი საუბრობს ქვეყანაში იმაზე, რომ ენერგოდამოუკიდებლობა ეროვნული უსაფრთხოების მთავარი ნაწილია. ბევრს საერთოდაც ჰგონია, რომ მხოლოდ ჯარი და საზღვარია ეროვნული უსაფრთხოება.

ამიტომაც, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ყოფილ ანალიტიკოსთან, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორთან, საჯარო მმართველობის მაგისტრთან და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტთან, თორნიკე შარაშენიძესთან, ჩვენი პირველი კითხვაა, სწორედ ესაა:

– რა კავშირი აქვს, მაგალითად, ელექტროსადგურის მშენებლობას ქვეყნის უსაფრთხოებასთან?

– ჯარს სჭირდება ელემენტარულად კვება, გადაადგილება, ჩაცმა, აღჭურვა და ა.შ., ხომ? ამ ყველაფერს - გადაადგილებას, კვებას, აღჭურვას სჭირდება ენერგია. ენერგიის გარეშე არაფერი  იწარმოება. საქართველოს ამ მხრივ აქვს დეფიციტი, ანუ გარედან შემოგვაქვს მეტი და შემოგვაქვს საიდან? - რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან.

სამაგიეროდ გვაქვს უზარმაზარი, აუთვისებელი ჰიდრორესურსები. შეგვიძლია ავაშენოთ ელექტროსადგურები და არა მხოლოდ თავი დავიკმაყოფილოთ, ექსპორტზეც გავიტანოთ ელექტროენერგია დიდი რაოდენობით. ეს ვერ ხდება, იმიტომ რომ ჩაშლილია უამრავი დიდი პროექტი, პროტესტის გამო. ხშირად ამ პროტესტს, მის მონაწილეებს გააზრებული არა აქვთ რასთან აქვთ საქმე. მათი უმრავლესობა, როგორც წესი, შეცდომაშია შეყვანილნი რაღაცა გაუგებარი მითებით. სამწუხაროდ, ეს მითები ძალიან კარგად მუშაობს ხოლმე, რომ ეტყვიან ადამიანს - ახლა, ქუთაისი დაიტბორება - მერე, ძალიან რთულია გადაარწმუნო. ეს, ცხადია, ტყუილია, მაგრამ „ქუთაისი დაიტბორება“ ისე ხვდება მის გულს, რომ არაფრის მოსმენა აღარ უნდა მერე, მიუხედავად იმისა, რომ უხსნი, როგორაა შესწავლილი საკითხი ტექნიკურად.  - გეტყვის„ქუთაისი დაიტბორება“ და არაფერი არ მინდა. აი, ამასთან გვაქვს საქმე.

– როგორ მიხვდეს მოქალაქე, რომ კონკრეტული პროექტი ნამდვილად სტრატეგიულია? რა გზით უნდა შეარჩიოს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიცია?

– ყველა დიდი ჰესი არის შესწავლილი კარგად. როცა ჩამოდიან სერიოზული ინვესტორები, სერიოზული კორპორაციები, ისინი წინასწარ სწავლობენ ყველა დეტალს. სხვა თუ არაფერი, მათი პრესტიჟის საქმეა, რომ გააკეთონ კარგად. აქვთ შესაბამისი გამოცდილება და  მერე სხვაგანაც უნდათ აშენება. სამწუხაროდ, აქ გონიათ, რომ ახლა რაღაც ვიღაცა ჩამოვიდა, ჩააწყო საქმე, ააშენებს ელექტროსადგურს, მერე გვაიძულებს გადავიხადოთ ბევრი ფული დენში, ეს ფული წავა უცხოელების ჯიბეში... უცხოელების ჯიბეში, გასაგებია, წავა რაღაც ნაწილი, იმიტომ რომ ის აშენებს, ხო? მაგრამ ეს დროებითია, რაღაც დროის მერე მთელი ეს ინვესტიცია საქართველოს რჩება. 

ეს ყოველთვის და ყველგან ასე ხდება. უცხოელი ინვესტორი აშენებს, თავიდან იღებს თავად შემოსავალს, ამოიღებს დანახარჯს, მერე მიიღებს რაღაც მოგებას და დროთა განმავლობაში, შენ გრჩება ჰესი, შენ გრჩება ჰესზე მომუშავე ინჟინრები, უამრავ ახალ სპეციალისტს დაასაქმებ. ასაქმებ შენს მოქალაქეებს და, რაც მთავარია - უსაფრთხოების საკითხსაც ნაწილობრივ აგვარებ, აღარა ხარ დამოკიდებული გარედან შემოტანილ, იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე. პირიქით, შეიძლება ექსპორტიც განახორციელო. 

მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრეს ქვეყანას, შვეიცარიას, თითქმის თავიდან ბოლომდე აქვს ათვისებული ამ კუთხით რესურსი. შვეიცარიას არ ჰყავს აგრესიული მეზობლები, მაგრამ მაინც აითვისა თავიდან ბოლომდე რესურსი. აქ გიჟური კამპანიებია:  აი, დაიტბორება სვანეთი, ხეობა და ა.შ. საქართველოში მინიმუმ სამი დიდი პროექტია ჩავარდნილი ამის გამო.

– ნამახვანი, ხუდონი და ნენსკრა – ამ პროექტს გულისხმობთ, ხომ? რა იყო თითოეულ მათგანთან გადამწყვეტი დაბრკოლება? 

– ნამახვანზე რასაც ვუყურეთ, მთელი ის დადგმული ისტერიკა, დაფინანსებული კარგად. ნენსკრა როგორ ჩაიშალა და იქ რა მოხდა – მე ვერ გავარკვიე. ხუდონი ასევე გიჟური ისტერიკის შედეგად ჩაიშალა - აი, რუსები, უკრაინელები, ბელორუსები ჩამოსახლდებიან, ააშენებენ და დარჩებიან მერე აქ და როგორ შეიძლება ამათი ჩამოსახლება. ეს იყო მიზეზი ხუდონის ჩაშლის, თუმცა, ხუდონი შეიძლება ვერ მოსწრებულიყო, იმიტომ რომ მალე დაიშალა საბჭოთა კავშირი, მაგრამ 80-იან წლების ბოლოს, მთავარი სამუშაოები მაინც რომ გაკეთებულიყო, შემდეგ, იქნებ დაგვესრულებინა, ინვესტორი შემოგვეყვანა და ისეთ სიბნელეში აღარ გაგვეტარებინა 90–იანი წლები. 

– ხედავთ, ამ სამი პროექტის ჩაშლაში საერთო კანონზომიერებას?

– მსგავსია. ზედმეტად ემოციური, მტრული დამოკიდებულებაა ელექტროსადგურების მშენებლობის მიმართ, რომ აი, ბუნებას მოსპობს. ენგურჰესი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უზარმაზარი პროექტი და როდის არის აშენებული? რამე კატაკლიზმი მოჰყვა ოდესმე? მიუხედავად იმისა, რომ ვერ კონტროლდება ჩვენს მიერ. აფხაზეთს არ გააჩნია თავისი ელექტროენერგიის წყარო, თავიდან ბოლომდე წურავენ და მუშაობს უსაფრთხოდ. საბჭოთა კავშირს და მის აშენებულს თუ ენდობოდი, რატომ არ ენდობი მაგალითად, ნორვეგიულ კომპანიას?!

- შესაძლოა ვერ უხსნიან სათანადოდ, რა სარგებელს მოუტანს, პირდაპირი გზით, ადგილობრივ მოსახლეობას? თუნდაც, ადგილობრივ ბიუჯეტს?

- ადგილობრივ ბიუჯეტში შედის თანხა, რა თქმა უნდა. რადგან შენი, ადგილობრივად წარმოებული ელექტროენერგიაა. გარედან შემოტანილს ემსახურება გარე მუშახელი, ამას ემსახურება შენი. სხვა თუ არაფერი, შენს ხელშია თავიდან ბოლომდე. ახლა ენგურჰესიც კი, რომელიც სანახევროდაა ჩვენს ხელში, და ისიც კი რაღაც შეღავათია ჩვენთვის, ნაწილს მაინც ვიღებთ იქიდან ელექტროენერგიას, იმიტომ რომ კაშხალი არის ჩვენს მხარეს. შენს კონტროლქვეშ რომ არის, სულ სხვაა, ვიდრე გარედან რომ შემოდის. უსაფრთხოების კუთხით, ეს უმნიშვნელოვანესია. ვიღაცას აქვს გარედან შანსი, რომ ქვეყანა ჩააბნელოს, გადაუკეტოს დენი, გაზი და ა.შ., ყველაფრის  პარალიზება შეუძლია ჩათვალე. 

- სულ რამდენიმე თვის წინ, რამდენჯერმე ჩაბნელდა ქვეყანა სხვადასხვა დროით.

- სწორედ ეს ჩაბნელება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს არ ყოფნის სიმძლავრეები და საჭიროებაა ნორმალური ელექტროსადგურების, რომ მინიმუმ, დაზღვევა არსებობდეს. უხეშად რომ ვთქვათ, ბინაში შენ გქვს, დაზღვევისთვის დიდი გენერატორი და თუ ელექტროენერგიის პრობლემა იქნება, ეგრევე ის ჩაირთვება და  ვერ იგრძნობ დისკომფორტს.  საქართველოს დამზღვევი სიმძლავრეები არ გააჩნია, არ ყოფნის. რაც გვაქვს, ეს არ გვყოფნის ჩვენ და გარედან შემოგვდის. გარედან კი საკმარისი არ შემოდის, რომ დაზღვეული იყოს.

- ბოლო პერიოდიდან, რომელი მაგალითი გგიჩვენებს ყველაზე მძაფრად, რამდენად დიდი პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტია ეკონომიკური დამოკიდებულება და რამდენად საშიში შეიძლება იყოს. 

- მაგაზე მეტი მაგალითი რა გინდა, რუსეთი მაგას აკეთებს სულ და არა მხოლოდ რუსეთი, ეკონომიკურ სანქციებს ყველა იყენებს დღეს. შეიძლება ჩაგიკეტოს ვიღაცამ ბაზარი, მაგალითად, - ქართული ღვინისთვის, ეს ერთია, მაგრამ სრულიად სხვა ტიპის ბერკეტია -  გადაგიკეტოს გარედან ელექტროენერგია. ანუ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე ეხება არა რომელიმე ერთ პროდუქციას, ან ღვინოს, ან ავტომანქანებს, თუ ფეხსაცმელს. არამედ ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიც არის ელექტროენერგია. ელექტროენერგიაზე უკვე ერთი რომელიმე პროდუქტი კი აღარაა დამოკიდებული, არამედ ყველა და ყველაფერი.  მის გარეშე არაფერი არ მუშაობს საერთოდ. ადამიანი  ვერ იცოცხლებს ელემენტარულად. ასეთი საფრთხეა და ამ დროს შენი რესურსი გაქვს აუთვისებელი. პოტენციალი გაქვს უზარმაზარი და სამი უმსხვილესი ენერგოპროექტი ჩავარდა.

- განუხორციელები, ჩავარდნილი ენერგოპროექტების ფასი როგორი იქნება მოსახლეობისთვის?

- პროექტის არგანხორციელების ფასი მძიმე იქნება. არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ -  უსაფრთხოების მხრივ. უსაფრთხოების გამოწვევა გადაგვზრდის პოლიტიკურ გამოწვევაში. გააჩნია რა პირობებს დაგვიყენებენ. 

როცა დამოკიდებული ხარ სხვაზე, შეიძლება ვერ იგრძნო დღეს, ხვალ, შეიძლება ვერც ასი წელი იგრძნო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, თუ ჩავარდება საჭიროება, რომ ეს შენ წინააღმდეგ გამოიყენონ - ფასი იქნება მძიმე.

- გოგნის ქარის ელექტროსადგური, რომელსაც შეეძლება 240 ათასი მოსახლე მოამარაგოს ელექტროენერგიით, ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით, რა მნიშვნელობის იქნება? რა პირობებში გადაიქცევა გოგნის მსგავსი პროექტი  მოქალაქისთვის რეალურ სარგებლად? 

- 240 000 მოსახლე არაა ცოტა. საქართველოს ეკონომიკაც ხომ იზრდება. რა თქმა უნდა, გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება, ბევრად მეტი ენერგია გვჭირდება. განახლებადი ენერგია ჰაერს არ აბინძურებს, მუდმივად მუშაობს, არ სჭირდება მას დამატებითი რესურსი, გაზი ან სხვა. თვითონ მუშაობს. ამითია კარგი, განახლებადი ენერგია. არ გამოყოფს მაზუთს და მსგავს რაღაცეებს.

-პროექტის მოწინააღმდეგეების თქმით, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო გახდა ხეების მოჭრა. ითხოვენ მის გადატანას, რაც ჩაშლამდე მიიყვანს პროექტს, რადგან, ქარის ელექტროსადგურის უსაფრთხოდ დასაგეგმად, გათვლილი უნდა იყოს, რამდენი მეტრით იქნება ის დაშორებული სოფლებს და კიდევ არაერთი პარამეტრია. პატარა და მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში, ბევრი ასეთი ადგილი ნამდვილად არაა ამ ზომის სადგურის ასაშენებლად.

- დაივიწყებ იმით, რომ 90-იან წლებში როცა ხალხს შუქი არ ჰქონდა, მაგის გამო გაჩეხეს ტყეები. რა იყო გამოსავალი, იცით? ეგ ტყეები არ გაიჩეხებოდა, რომ ყოფილიყო ჰესები და ელექტროენერგიის წყარო. 

არ შეიძლება ასე შევხედოთ, რომ აშენებენ რაღაცას და ტყეებს შეეხნენ. ის  ელექტროენერგიას იძლევა და სამაგიეროდ, აღარ დაგჭირდება გაჩეხო შეშისთვის ტყეები, აქედანაც უნდა შევხედოთ.

მე მაინც მგონია, რომ ეს სიტუაციები მენტალიტეტიდან მოდის. “ნატვრის ხე”-ში, რომ ეშინოდათ, რკინიგზის გაყვანის, - მაგას ჰგავს ძალიან. შიშებს, ვაიმე, რკინიგზა გავა და ჰაერი დაიწამლება, ნამუსიც დაიკარგება, ქალი ვერ გაივლის  მშვიდად გარეთ. აი, ამას ლაპარაკობენ ზუსტად. აი, მაგას ჰგავს დაახლოებით. 

- სახელმწიფოს პასუხისმგებლობას თუ ხედავთ ჩაშლილ პროექტებში, ან ინვესტორების? რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ? მეტი უნდა ესაუბრათ მოსახლეობასთან? პროექტი უნდა ყოფილი უფრო გამჭვირვალე? 

- სახელმწიფოს უნდა გაეტანა ნამახვანის პროექტი, მტკიცედ უნდა დამდგარიყო. შეიძლებოდა იმ პროტესტის გადალახვა, მაგრამ უბრალოდ დაიხიეს უკან პროტესტის წინაშე. საბოლოო ჯამში, ახლა ეს ჯარიმა, რაც საქართველოს დაუწესეს, ეს 400 მილიონი, უნდა გადავიხადოთ ჩვენ და არა იმათ, რიონის მცველები რომ დაირქვეს. დიახ, ეს 400 მილიონი თითოეული ჩვენთაგანის გადასახდელია დღეს და არა იმ ხალხის, ვინც ჩაშალა ეს პროექტი და ვის წინაშეც მთავრობამ დაიხია უკან. 

იცი რა არის? როცა ხალხს სჯერა მითების, უნდა გამოძებნო საშუალებები, ეს მითები მყარად გააქარწყლო, უნდა გამოძებნო ამისი გზა. ძალადობით ვერ აყრი იმ ხალხს, გასაგებია, არ არის, ახლა საბჭოთა კავშირი. მაგრამ უნდა გამოძებნო საშუალება და დაარწმუნო ეს ხალხი. მშვიდად. 

რაც შეეხება ინვესტორებს და კომპანიებს, რომლებიც ელექტროსადგურებზე მუშაობენ, რაც ვიცი, ესაუბრებიან ადგილობრივ მოსახლეობას და გათვალისწინებულია ეკონომიკური წახალისებაც. არ ვიცი, უკეთესი რა ქნან ახლა?

მე მგონი, ხალხში კიდევ არაა პრობლემა იმდენად, ადგილობრივი მოსახლეობა, ხშირად, კარგად ხვდება იმას, რა სარგებელდ მიიღებს ამ პროექტით, მოგების პერსპექტივასაც ხედავს. მოდის მერე გარედან ვიღაცა და ამ ხალხს აგიჟებს. აი, ესაა გასარკვევი, ეს ვინ არის, ვინ აგიჟებს ამ ხალხს სპეციალურად, რომ ჩაშალოს მერე ეს პროექტი. რა ინტერესები აქვთ, ვინ დგას მათ უკან, ხომ არ აფინანსებს მათ ვინმე? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თორემ ადგილობრივ ხალხს, არ უნდა ჰქონდეს ესეთი შიშები, ვიღაც გარედან რომ არ აქეზებდეს. აშკარად გარედან ორგანიზებულია ეს გარკვეული ჯგუფები, გარკვეული ინტერესით.

-თქვენი აზრით, საიდან იმართება ეს ჯგუფები?

- მარტივად ვთქვათ, ვის აწყობს ამის ჩაშლა? მე მგონი, საქართველოს არა კეთილისმყოფელებს აწყობთ, ხო? ამის უკან ვისი ფული დგას? დგას იმისი, ვისაც არ აწყობს საქართველოს ჰქონდეს ენერგოდამოუკიდებლობა.

-და ვის? ვინაა ეს?

- ვის აწყობს საქართველო იყოს ჩამოკიდებული გარედან შემოტანილ ელექტროენერგიაზე?

-იმას, ვისგანაც ვყიდულობთ.

- მათ შორის, რა თქმა უნდა, კი ბატონო. ხომ ნახეთ, დიდი კამპანია იყო ნამახვანის წინააღმდეგ, დიდი ფული იხარჯებოდა, ხალხი ცხოვრობდა გარეთ, ჭამდა, სვამდა, კარვები იდგა. ამდენი ხალხის შენახვა იქ, მარტივი არ არის. მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ამას მხარი დაუჭირა ზოგიერთმა ქართულმა ტელეარხმაც. ზარზეიმი იყო, ეს ხალხი გმირებად გამოაცხადეს. ნებსით თუ უნებლიეთ, შეგნებულად თუ შეუგნებლად დაუჭირეს მხარი ამათ და ჩაშალეს ეს პროექტი ყველამ ერთად, მარტივი, მაგრამ “მუშა” მესიჯები იყო - ეუბნები ქუთაისი დაიტბორება, ამას გამეორებ სულ მერე და ეგაა. 

მთავარი არსი ისაა, რომ საქართველოს აქვს აუთვისებელი პოტენციალი, ეს არის დიდი სიმდიდრე, რომელსაც არ ვიყენებთ. ამ რესურსების ათვისება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიქნებით უფრო უსაფრთხოდ და ვიქნებით უფრო მდიდრები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა