Ukraine to cover current financial deficit by end of year – president
ზელენსკი: უკრაინა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს გააძლიერებს
ზელენსკი: აშშ რუსეთზე ასჯერ ძლიერია და რუსეთთან მოლაპარაკებებისას ეს არ უნდა ავიწყდებოდეს
რუსეთში მატარებელში სამართალდამცავებზე თავდასხმისას მოკლული პატიმარი მანამდე საქართველოდან იყო ექსტრადირებული
NYT - აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები მრავალმილიარდიან ნავთობის გარიგებასაც მოიცავს
ბარბარა ფოსი: გერმანია კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად დაზიანდა
ელენე ხოშტარია გიორგი დავითაძის საქმეზე: სისტემა კლავს, დამნაშავეები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც და მთლიანად სისტემა ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს

ზელენსკი: აშშ რუსეთზე ასჯერ ძლიერია და რუსეთთან მოლაპარაკებებისას ეს არ უნდა ავიწყდებოდეს

ნახვები: 192 ზელენსკი: აშშ რუსეთზე ასჯერ ძლიერია და რუსეთთან მოლაპარაკებებისას ეს არ უნდა ავიწყდებოდეს

 

რუსეთთან მოლაპარაკებებისას შეერთებულ შტატებს არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ ის რუსეთზე ასჯერ ძლიერია, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მას სჯერა, რომ შეერთებულ შტატებს ომის დასრულება ნამდვილად სურს, თუმცა რუსეთისთვის კომპრომისების შეთავაზებაზე დროის დახარჯვას არასწორ მიდგომად მიიჩნევს.

„ვენდობი მათ. ამავდროულად მესმის, რომ რთულია ისეთი დიდი ვინმეს გაჩერება, ვისაც გაჩერება არ სურს. ამიტომ თქვენ [აშშ] ცდილობთ რუსეთთან გარკვეული კომპრომისების პოვნას. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ტყუილად დავხარჯავთ დროს, თუ რუსულ კომპრომისებს ავყვებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპს ახლა „სურს გარკვეული გამარჯვების მოპოვება შუალედურ არჩევნებამდე“.

ამასთან, ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეეცდება ირანზე ზეწოლას და ვითარების იმგვარად განვითარებას, რომ მოლაპარაკებების გაგრძელება შეუძლებელი გახდეს.

„იგივეა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომშიც. თუ პუტინი დაინახავს, რომ პრეზიდენტ ტრამპს გარკვეული გამარჯვება სჭირდება, ის გადაწყვეტს, რა მისცეს და რა არა. და პრობლემაც ამაში მდგომარეობს: პუტინი ფიქრობს, რომ სწორედ მას შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ ამერიკა რუსეთზე ასჯერ ძლიერია. მათ უბრალოდ არ უნდა ავიწყდებოდეთ ეს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა