Ukraine to cover current financial deficit by end of year – president
ზელენსკი: უკრაინა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს გააძლიერებს
ზელენსკი: აშშ რუსეთზე ასჯერ ძლიერია და რუსეთთან მოლაპარაკებებისას ეს არ უნდა ავიწყდებოდეს
რუსეთში მატარებელში სამართალდამცავებზე თავდასხმისას მოკლული პატიმარი მანამდე საქართველოდან იყო ექსტრადირებული
NYT - აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები მრავალმილიარდიან ნავთობის გარიგებასაც მოიცავს
ბარბარა ფოსი: გერმანია კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად დაზიანდა
ელენე ხოშტარია გიორგი დავითაძის საქმეზე: სისტემა კლავს, დამნაშავეები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც და მთლიანად სისტემა ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს

ბარბარა ფოსი: გერმანია კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად დაზიანდა

ნახვები: 211 ბარბარა ფოსი: გერმანია კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად დაზიანდა

 

გერმანიასა და საქართველოს განსაკუთრებულად ხანგრძლივი ურთიერთობები აკავშირებთ, თუმცა გასული წლის განმავლობაში ეს ურთიერთობები მნიშვნელოვნად დაზიანდა, ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ბარბარა ფოსმა განაცხადა.

ელჩმა ყურადღება გაამახვილა გერმანიასა და საქართველოს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არსებობა დღეს საფრთხის წინაშეა.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში საერთაშორისოდ ყველაზე ცნობილ საქართველოს უნივერსიტეტად იქცა, რასაც მხარს უჭერდა დიდი ფინანსური რესურსები, კერძოდ გერმანიიდან და რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანიასთან კვლევით სფეროში, დღეს მისი არსებობა საფრთხის წინაშე დგას“, – განაცხადა ფოსმა.

მისივე თქმით, საქართველოში მოქმედ ოთხივე გერმანულ პოლიტიკურ ფონდს საქმიანობის შეჩერება მოუწია, მათგან ორმა კი თბილისის ოფისები უკვე დახურა.

„ოთხივე პოლიტიკური ფონდი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მხარს უჭერდნენ საქართველოსა და ქართველ ხალხს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, იძულებული გახდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო საქმიანობა დროებით შეეჩერებინა. ოთხიდან ორმა ფონდმა ოფისები ორი დღის წინ დახურა“, – განაცხადა ელჩმა.

ბარბარა ფოსის თქმით, ელჩის თანამდებობაზე ის ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა გერმანიასა და საქართველოს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კავშირები მაქსიმალურად შენარჩუნდეს.

„პირადად, როგორც ელჩი, ძალისხმევას არ დავიშურებ, რათა მაქსიმალურად შევინარჩუნო ის, რაც საქართველოსა და გერმანიას შორის არის აშენებული. იქნება ეს სამეცნიერო თანამშრომლობა, სასტიპენდიო პროგრამა თუ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტები. გერმანიის ფედერალური მთავრობა მნიშვნელოვანი რესურსების გამოყოფას გააგრძელებს, რათა ხელი შეუწყოს ურთიერთგაგებას, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნების ახალგაზრდებს შორის“, – აღნიშნა მან.

ამასთან, გერმანიის ელჩმა საქართველოსა და გერმანიის საერთო უსაფრთხოების ინტერესებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ქართველებისთვის რუსეთის შეჭრისა და ოკუპაციის შედეგები კარგად არის ცნობილი, ხოლო რუსეთი ევროპის დესტაბილიზაციას სხვადასხვა მეთოდით ცდილობს.

„რუსეთი ევროპის დესტაბილიზაციასა და ხალხის დაყოფას ცდილობს, დეზინფორმაციის, მუქარის, საბოტაჟისა და აგრესიის გზით. ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და იციან, რომ რუსეთი არა ძალთა ბალანსისკენ, არამედ დამორჩილებისკენ ისწრაფვის.

გერმანია კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მის უფლებას, საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არჩევანი თავად გააკეთოს. ჩვენ ნატო-ს სამოქმედო ჩარჩოს ფარგლებში ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რის მიზანსაც შესაძლო აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვითი შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება და სამხრეთ კავკასიასა თუ ევროპაში უსაფრთხოების თვალსაზრისით წვლილის შეტანა წარმოადგენს“, – განაცხადა ბარბარა ფოსმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა