უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

რომან გოცირიძე: 20 ლარი პენსიონერს, 1080 ლარი დეპუტატს – ეს საზოგადოებისადმი უპატივცემულობის დემონსტრირებაა

ნახვები: 524 რომან გოცირიძე: 20 ლარი პენსიონერს, 1080 ლარი დეპუტატს – ეს საზოგადოებისადმი უპატივცემულობის დემონსტრირებაა

 

პოლიტიკოსი, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში რომან გოცირიძე 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პენსიების ზრდასა და პარლამენტის წევრების ხელფასების მატებას შორის არსებული სხვაობა ხელისუფლების პრიორიტეტებს აჩვენებს.

მისი თქმით, 2027 წელს 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 20 ლარით, 70 წელს გადაცილებულების კი 50 ლარით იზრდება, მაშინ როდესაც რიგითი დეპუტატის ხელფასი დამატებით 1080 ლარით მოიმატებს.

„20 ლარი პენსიონერს, 1080 ლარი დეპუტატს. ეს უკვე უბრალოდ უსამართლო პრიორიტეტი აღარ არის. ეს არის ამორალური დამოკიდებულება ადამიანების მიმართ.

2027 წელს 70 წლამდე პენსიონერებს პენსია მხოლოდ 20 ლარით ეზრდებათ, 70 წელს გადაცილებულებს – 50 ლარით.

ამავე დროს, რიგითი დეპუტატების ისედაც სამჯერ გაზრდილი ხელფასი კიდევ 1080 ლარით იზრდება, თანამდებობის მქონე „რჩეულების“ კი – უფრო მეტად.

ანუ რიგითი დეპუტატის ხელფასი 54-ჯერ უფრო მეტად იზრდება, ვიდრე 70 წლამდე პენსიონერის პენსია.

პენსია რომ დეპუტატის ან მინისტრის ხელფასს ვერ გაუტოლდება, ამაზე არავინ დავობს. საკითხი სხვა რამეა: რამდენად სამართლიანია სხვაობა და როგორ ნაწილდება ეკონომიკური ზრდის შედეგი საზოგადოებაში.

ამის შესაფასებლად ორი მარტივი კრიტერიუმი არსებობს:

  1. რამდენად იზრდება სხვადასხვა ჯგუფის შემოსავალი ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით;
  2. რამდენჯერ აღემატება მაღალჩინოსნის ან დეპუტატის შემოსავალი ქვეყანაში არსებული საშუალო პენსიის ოდენობას.

საქართველოში პარლამენტის რიგითი წევრის ხელფასი დაახლოებით 30-ჯერ აღემატება პენსიონერის საშუალო პენსიას.

შევადაროთ სხვა ქვეყნებს.

უნგრეთში დეპუტატის ხელფასი საშუალო პენსიას დაახლოებით 10-ჯერ აღემატება, გერმანიაში – 7-ჯერ, იტალიაში – 6-ჯერ, ნიდერლანდებში – 6-ჯერ, ირლანდიაში – 5-ჯერ, ავსტრიაში – 5-ჯერ, საფრანგეთში – 5-ჯერ, ბელგიაში – 5-ჯერ, პორტუგალიაში – 4-ჯერ, ფინეთში – 4-ჯერ, შვედეთში – 4-ჯერ, დანიაში – 4-ჯერ.

საქართველოს მსგავსი თანაფარდობა აქვს ოკუპანტ რუსეთს – იქ დეპუტატის შემოსავალი საშუალო პენსიას დაახლოებით 24-ჯერ აღემატება.

სხვათა შორის, უნგრეთში, სადაც ეს თანაფარდობა საშუალოევროპულზე მაღალი იყო, ახალმა ხელისუფლებამ დეპუტატების ხელფასები 40 პროცენტით შეამცირა, მინისტრებს კი ხელფასები გაუნახევრა.

ჩვენთან კი საპირისპირო ხდება.

და ეს ყველაფერი იმ ქვეყანაში, სადაც პენსიონერისთვის რამდენიმე ათეული ლარი რეალური ფულია.

„ოცნების“ ხელისუფლების დეგრადაციამ იმ დონეს მიაღწია, რომ უკვე საერთოდ აღარ ადარდებთ, რას იტყვის ხალხი.

2027 წლის ბიუჯეტით მაღალჩინოსნების ხელფასების ასეთი თავხედური ზრდა უბრალოდ ცუდი ეკონომიკური პრიორიტეტი კი არ არის. ეს არის საზოგადოებისადმი უპატივცემულობის დემონსტრირება, მისი აბუჩად აგდება“, – წერს რომან გოცირიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა