უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს

ნახვები: 319 „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს

 

„თავისუფლებისთვის ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა“ (FNF) საქართველოში საქმიანობა შეწყვიტა და თბილისის ოფისი დახურა. ფონდის განცხადებით, გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილმა პირობებმა განაპირობა, რომლებიც ორგანიზაციის შეფასებით, ქვეყანაში მისი ღირებულებებისა და პრინციპების შესაბამისად მუშაობას შეუძლებელს ხდის.

ფონდის ინფორმაციით, საქართველოში საქმიანობა ოფიციალურად 2026 წლის 30 სექტემბერს, ორგანიზაციის მმართველობის გადაწყვეტილებით შეწყდა.

„ეს ნაბიჯი მარტივი არ იყო, მაგრამ გარდაუვალი იყო. საქართველოს მთავრობის ქმედებები შეუძლებელს ხდის „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისთვის“ ქვეყანაში მუშაობის გაგრძელებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფონდის ცნობით, ორგანიზაციამ მიმდინარე წელს ახალი „გრანტების შესახებ“ კანონის ფარგლებში განაცხადი შეიტანა, რათა საქართველოში პროექტების დაფინანსება და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა გაეგრძელებინა.

„საქართველოს ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ პროგრამის თითოეული კომპონენტი დაექვემდებაროს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს და ყველა აქტივობას შესაბამისი დასტური დასჭირდეს. ეს პირობები თავისი არსით ძირს უთხრის ლიბერალური ფონდისთვის საქმიანობისთვის საჭირო თავისუფლებას“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ფონდის ინფორმაციით, მიუხედავად აღნიშნული პირობებისა, მან საქართველოში საქმიანობის გაგრძელების ყველა შესაძლო გზა შეისწავლა და შესაბამისი განაცხადიც წარადგინა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ის 2026 წლის 28 ივლისს არ დააკმაყოფილა.

„შესაბამისად, ჩვენ ვერანაირ შესაძლებლობას ვერ ვხედავთ მუშაობისთვის, რომელიც თანხვედრაშია ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში 2002 წლიდან მუშაობდა. ორგანიზაციის განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში თანამშრომლობდა მრავალ პარტნიორ ორგანიზაციასა და ლიბერალურ ფიგურასთან თავისუფალი საზოგადოების, საქართველოს ევროპული მომავლისა და გერმანულ და ქართულ საზოგადოებებს შორის მჭიდრო დიალოგის ხელშეწყობის მიზნით.

„დიდი ხნის განმავლობაში საქართველო იმედისა და დემოკრატიული პროგრესის სიმბოლო იყო“, – აცხადებს ფონდი.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში ოფისის დახურვის მიუხედავად, გააგრძელებს იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებიც ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული წყობისთვის მუშაობენ.

„გავაგრძელებთ იმ ქართველების გვერდში დგომას, ვინც თავიანთ ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული წყობისთვის იბრძვიან. ხმას მივცემთ საზღვარგარეთ და მხარს დავუჭერთ თავიანთი ერისთვის თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის მუშაობაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფონდი მადლობას უხდის საქართველოში თავის თანამშრომლებს, პარტნიორებსა და მეგობრებს და აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში ბევრ მათგანს თავისუფალი და დემოკრატიული წყობის დასაცავად სულ უფრო დიდი პირადი რისკის გაწევა უწევდა.

„ჩვენ, შესაბამისად, დიდი შეშფოთებით ვუყურებთ საქართველოში პოლიტიკურ მოვლენებს“, – ნათქვამია „თავისუფლებისთვის ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის“ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა