ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება
თანამედროვე ჟურნალისტიკა: ეპოქის გამოწვევები და ობიექტურობის ძიება
კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს
ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ

ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

ნახვები: 180 ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რუსეთის საპატრიარქოს საქართველოში ვიზიტის შემდეგ საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში გაემგზავროს. მისი თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული მიწვევა ან ვიზიტის თარიღი არ არსებობს, თუმცა ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება.

„ჩვენ თუ მოწვევას ვუწოდებთ იმას, რომ რაიმე თარიღია შერჩეული და კონკრეტულად სამზადისია ამისთვის დაწყებული, ასეთი რამ არ ყოფილა, მაგრამ ზოგადად, ნებისმიერი ეკლესია, როდესაც ჩამოდის ან ჩვენ, როდესაც ვსტუმრობთ მათ, ყოველთვის არის საუბარი, რომ საპასუხო ვიზიტი შედგეს, თუმცა კონკრეტული რაიმე არ ყოფილა“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადგება თუ არა საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვში გამგზავრების საკითხი, ჯაღმაიძე პასუხობს:

„არ არის გამორიცხული, მაგრამ დღეს არაფერი არ არის ამის შესახებ კონკრეტული“.

მისივე თქმით, ეკლესიებს შორის ურთიერთობების შეფასება მხოლოდ სახელმწიფოებს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობების ჭრილში არ უნდა მოხდეს.

„ძალიან ხშირად ეკლესიებს შორის ურთიერთობა არასწორად აღიქმება, აღიქმება იმ სათვალით, რომელსაც პოლიტიკური თვალსაზრისით განსჯიან ადამიანები. ეკლესიების ურთიერთობა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა და მას თავისი საფუძვლები აქვს. ასე რომ, თქვენი შეკითხვა სწორედ აქედან გამომდინარეობს. რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, ამიტომ შეუძლებლად მიგაჩნიათ ურთიერთობა ეკლესიებს შორისაც, ზოგს, მაგალითად. ურთიერთობა გრძელდება და ეს ურთიერთობა გაგრძელდება, ფაქტია ეს – შესაძლებლად კი არ მიმაჩნია, ფაქტი არის“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, რატომ შეიძლება საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ იმ პირობებში, როდესაც რუსეთი უკრაინაში ომს აწარმოებს, რუსეთის საპატრიარქო კი კრემლის პოლიტიკას მხარს უჭერს, დეკანოზმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ეკლესიის ქმედებების მიუღებლობა ურთიერთობის შეწყვეტას არ ნიშნავს.

„გასაგებია, ბევრი რამ ხდება სხვადასხვა ეკლესიებში, რომელიც მიუღებელი შეიძლება იყოს და ჩვენ ეს არ გავიმეოროთ, არ მივესალმოთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შევწყვიტოთ ურთიერთობები“, – აღნიშნა მან.

ჯაღმაიძის განცხადებით, შესაძლო ვიზიტის შემთხვევაში განსახილველ საკითხებს შორის იქნება რუსეთში მცხოვრები ქართველების საეკლესიო ცხოვრება, ქართული ტაძრები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.

„უამრავი საკითხია. ძალიან დიდი ქართველი მოსახლეობაა რუსეთში, ისინი აღმსარებლები არიან, იქ არის ქართული ტაძრები. რუსეთში არის ქართული ტაძრები, რომელსაც საქართველოს მემკვიდრეობად აღიარებს რუსეთი და ჩვენ დიალოგი გვაქვს ერთ-ერთი ტაძრის აღდგენაზე, რომელზეც მათ თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქ იქნებიან ჩართულები რეაბილიტაციაში. ოკუპირებული ტერიტორიები ძირითადი საკითხი დარჩება ისევ სასაუბროდ, რომ იქ საეკლესიო ცხოვრება მოწესრიგდეს. ასე რომ, თემები ბევრია. ყველა საკითხზე იქნება საუბარი, რაც ჩვენს ინტერესებში არის“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტისას კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიერ წამოჭრილი მთავარი საკითხიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მდგომარეობა იყო.

„უმთავრესი საკითხი, რაც კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამისგან იყო ამ შეხვედრის დროს წამოჭრილი და ფაქტობრივად, ამ საუბრის მთავარი ღერძი, სწორედ ოკუპირებული ტერიტორიები, ჩვენი დევნილი მოსახლეობა, ის, რომ საქართველოს ეკლესიას იქ მსახურების განხორციელება არ შეუძლია, მოსახლეობას არ შეუძლია გასვლა თუნდაც განსაკუთრებულ დღეებში მათი წინაპრების საფლავებზე.

ამ კუთხით იყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლებელი არის გამოინახოს რაღაც გზები და ნაბიჯები იმისთვის, რომ ოდნავ მაინც აქ რაღაც პოზიტივი შემოვიდეს. ჩვენ გვესმის, რომ ეკლესიას არ აქვს იმის ძალა, რომ ოკუპაცია გააუქმოს ან სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა თვითონ წარმართოს. ასე რომ, გარკვეულწილად მძევლები ვართ ამ პოლიტიკური გარემოებების“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა