ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნების“ დეპუტატები, როლებსაც კვორუმის სიაში დასწრება აქვთ მითითებული, კენჭისყრის დროს ფიზიკურად დარბაზში არ იმყოფებოდნენ

ნახვები: 563 თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნების“ დეპუტატები, როლებსაც კვორუმის სიაში დასწრება აქვთ მითითებული, კენჭისყრის დროს ფიზიკურად დარბაზში არ იმყოფებოდნენ

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები, როლებსაც კვორუმის სიაში დასწრება აქვთ მითითებული, კენჭისყრის დროს ფიზიკურად დარბაზში არ იმყოფებოდნენ. ამის შესახებ აქუბარდიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც, ორჯერ რეგისტრაციის შემდეგ, კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა ვერ გაიხსნა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შალვა პაპუაშვილი ბოიკოტის რეჟიმს უწუნებს ოპოზიციას, „მან ნახა, რომ საკუთარი გუნდის წევრებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, როგორც ჩანს, გასულები“.

როგორც აქუბარდია აღნიშნავს, ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

„ქართულმა ოცნებამ" ამერიკის სანქციების შემდგომ პირველ სესიაზე კვორუმი ვერ მოაგროვა და პარლამენტის სესია ორჯერადი წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, ვერ შედგა. მიუხედავად იმისა, რომ შალვა პაპუაშვილო ბოიკოტის რეჟიმს უწუნებს ოპოზიციას, მან ნახა, რომ საკუთარი გუნდის წევრებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, როგორც ჩანს, გასულები. სხვა დეპუტატების პულტების გამოყენებას ჰქონდა ადგილი, რისი მტკიცებულებაც არის კვორუმის ფურცელზე. "ქართული ოცნება" თავად არღვევს რეგლამენტს, იმიტომ რომ სიაში არსებული "ქართული ოცნების" დეპუტატები, როლებსაც თითქოს დასწრება აქვთ პარლამენტის სხდომაზე, ფიზიკურად დარბაზში არ იმყოფებოდნენ," - განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ გაიხსნა. რეგისტრაცია დეპუტატებმა ორჯერ გაიარეს, თუმცა სხდომის გახსნისთვის საკმარისი რაოდენობა - 76 დეპუტატი სხდომათა დარბაზში არ აღმოჩნდა. პირველი რეგისტრაციისას ტაბლოზე 71 დეპუტატი დაფიქსირდა, განმეორებითი რეგისტრაციის დროს კი 73. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა