ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

ლეგიონ „აზოვის“ დამფუძნებელი - უკრაინელი მფრინავების გმირობის შესახებ ფილმებს გადაიღებენ

ნახვები: 584 ლეგიონ „აზოვის“ დამფუძნებელი - უკრაინელი მფრინავების გმირობის შესახებ ფილმებს გადაიღებენ

ლეგიონ „აზოვის“ დამფუძნებლის, ანდრეი ბილეცკის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მარიუპოლში მდებარე ფოლადის ქარხანა „აზოვსტალში“ გამაგრებულ სამხედროებს საჭირო დახმარების მიწოდების მიზნით ოპერაცია 5-ჯერ ჩაატარეს და მათი უმრავლესობა წარმატებული იყო. ამის შესახებ ბილეცკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ბილეცკი ასევე ყვება რამდენიმე ეპიზოდზე, როდესაც უკრაინელმა სამხედრო მფრინავებმა ვერტმფრენებით, საკუთარი სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნეს და „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მედიკამენტებისა და პირველადი დანიშნულების საგნების ჩატანა შეძლეს.

„თავიდან ყველაფერი კარგად იყო, თუმცა ბოლოს და ბოლოს გასაგებია, რომ მტერიც ვითარდება, უყურებს და ხედავს, რომ მარიუპოლში ჩადიან ვერტმფრენები. ამ მცდელობების დროს აუცილებელია უკრაინელი მფრინავების გმირობისა და პროფესიონალიზმის აღნიშვნა. ამერიკელებიც კი არასდროს შესულან ანტისარაკეტო სისტემების ძლიერი დაცვის შიგნით ასობით კილომეტრზე და თან მტრის ავიაგამანადგურებლების პატრულირების დროს. ასეთი ოპერაციები კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს“, – განაცხადა ბილეცკიმ.

ლეგიონ „აზოვის“ დამფუძნებლის თქმით, ეს ოპერაციები უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ იყო დაგეგმილი. მისივე განცხადებით, ვერტმფრენებით მარიუპოლის ტერიტორიაზე 72 მებრძოლის ჩაყვანაც კი მოხერხდა, პოზიციების გასაძლიერებლად. ბოლო გაფრენის დროს კი ქალაქში ჩაიყვანეს ექიმები. მათ შორის ორი ქირურგი, ანესთეზიოლოგი და ექთანი.

ბილეცკი აღნიშნავს, რომ მფრინავების უმეტესობა აცნობიერებდა, რომ დიდი ალბათობით ის დაიღუპებოდა, თუმცა ისინი მაინც მიფრინავდნენ რუსები მიერ ალყაში მოქცეულ ქალაქში.

„მათ ისტორიაზე აუცილებელად გადაიღებენ ფილმებს“, – განაცხადა ბილეცკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა