მარკო რუბიო: ირანის მმართველებს აპოკალიფსური ხედვა აქვთ, ასეთ ადამიანებს ბირთვული იარაღი არასდროს უნდა ჰქონდეთ
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ საპატიმრო დატოვა: არაფრის შეცვლას არ ვაპირებ, იმავეს გავაკეთებ
ტრამპი უარყოფს, რომ ირანს სანქციების შემსუბუქება შესთავაზა: არაფერი შემითავაზებია, Axios-ის ინფორმაცია სიცრუეა
თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts

ფრონტზე წარუმატებლობის გამო რუსეთში მაღალჩინოსან სამხედროებს ათავისუფლებენ-ბრიტანული დაზვერვა

ნახვები: 623 ფრონტზე წარუმატებლობის გამო რუსეთში მაღალჩინოსან სამხედროებს ათავისუფლებენ-ბრიტანული დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, ფრონტზე წარუმატებლობის გამო რამდენიმე რუსი მაღალჩინოსანი სამხედრო გაათავისუფლეს ან სარდლობიდან მოხსნეს.

დაზვერვის ცნობით, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კისელი ხარკოვის აღების ჩავარდნის გამო მოხსნეს. ვიცე-ადმირალი იგორ ოსიპოვი კი კრეისერ მოსკვას ჩაძირვის გამო გაათავისუფლეს. ყოველდღიურ მიმოხილვაში დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი პოსტზე რჩება, თუმცა უცნობია, ენდობა თუ არა მას კვლავ პრეზიდენტი პუტინი.

"დადუმებისა და განტევების ვაცის ძიების კულტურა, სავარაუდოდ, გავრცელებულია რუსეთის სამხედრო და უსაფრთხოების სისტემებში", - აღნიშნავს დაზვერვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა