ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

მიტოვებული გმირი ჯარისკაცები, ევაკუაციის გარეშე დატოვებული მოსახლეობა - ეს არის „ომის პარტიის“ „მიღწევები“-არჩილ თალაკვაძე

ნახვები: 593 მიტოვებული გმირი ჯარისკაცები, ევაკუაციის გარეშე დატოვებული მოსახლეობა - ეს არის „ომის პარტიის“ „მიღწევები“-არჩილ თალაკვაძე

ომში მიტოვებული ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ევაკუაციის გარეშე დატოვებული მოსახლეობა, სტრასბურგის სასამართლოში შესული ათასობით საჩივარი და სახელმწიფოს მიერ წაგებული საქმეები, რუსეთზე მიყიდული სტრატეგიული ობიექტები, ეს არის მოკლედ ომის პარტიის „მიღწევები“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

თალაკვაძე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას, სადაც სააკაშვილი აღნიშნავს: „ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვართ ომის პარტია, ჩვენ ვართ არა ომის პარტია, არამედ საქართველოს დაცვის და გადარჩენის პარტია“.

„ომში თქვენგან მიტოვებული ჩვენი გმირი ჯარისკაცები; ევაკუაციის გარეშე დატოვებული მოსახლეობა; გორში, ერთ შენობაში მიყვანილი ახალგაზრდა რეზერვისტები, რომლებიც იღბლის გამო გადაურჩნენ ერთად დაბომბვას; თავდაცვისთვის განკუთვნილი თანხების დატაცება; თბილისის ბიუჯეტის მასშტაბური ძარცვა; ღამღამობით, პროკურატურაში მიყვანილი ბიზნესმენები, რომლებმაც მთელი ქონება „აჩუქეს“ სახელმწიფოს; დაპატიმრებული ჟურნალისტები, რეიდები ტელევიზიებში და ბოლოს „ანტენების“ დაპატიმრებაც; პირადი ცხოვრების ამსახველი ათასობით ჩანაწერი და ადამიანების შანტაჟი; არაერთგზის თავხედურად გაყალბებული არჩევნები; ყოველ წელს წამების, არაადამიანური მოპყრობის და მკურნალობის შეზღუდვის გამო გარდაცვლილი 140-144 პატიმარი; გატაცებული და დახვრეტილი მოქალაქეები, რომლებიც როგორც გამოძიებით გაირკვა, ზღვაში ჩაძირეს; სტრასბურგის სასამართლოში შესული ათასობით საჩივარი და სახელმწიფოს მიერ წაგებული საქმეები; რუსეთზე მიყიდული სტრატეგიული ობიექტები; პოლიტიკური და საინფორმაციო თავდასხმები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებსა და ელჩებზე – მათი დადანაშაულება არნახული უტიფრობით – ეს არის ომის პარტიის „მიღწევები“ მოკლედ. ქვეყნის დაცვისა და გადარჩენის პარტია ვართო?!“, – წერს არჩილ თალაკვაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა