ილია მეორე გარდაიცვალა
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სანქციები მკაცრდება
რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი - იმედია, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაუმჯობესებისკენ წავალთ, თუმცა ვითარება რთულია
ბათუმში, სპეცოპერაციის ფარგლებში, ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები დააკავეს
საია - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 20 ივნისის საქმეების აღსრულების საკითხის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ განხილვას იწყებს
მიხეილ სარჯველაძე - ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი
ილია მეორე მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული

ოპოზიციური პარტიები - ვიბრძოლებთ, რომ ძალაუფლება დაუბრუნდეთ მათ, ვისაც ის რეალურად ეკუთვნის - ქართველ ხალხს

07.11.2025 ნახვები: 479

ივანიშვილის დამნაშავე რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური დევნის გაძლიერება ჩვენი საზოგადოების კიდევ უფრო ძლიერი წინააღმდეგობის საფუძველი გახდება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პოლიტიკურმა პატიმრებმა და მათი ოჯახის წევრებმა ბოროტებასთან შეუგუებლობის და სიმტკიცის მაგალითი გვიჩვენეს, - ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ხელს „ახალი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“, „თავისუფლების მოედანი“ და „ფედერალისტები“ აწერენ ხელს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ქართული ოცნება“ ცდილობს ქვეყნის განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დახმარების სისტემა მისი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენოს და ამისთვის ადმინისტრაციულ კონტროლს და რეპრესიებს აღრმავებს.

„ქართული ოცნება“ საკუთარ თავს ტრადიციული ქართული ღირებულებებისა და ოჯახური ფასეულობების დამცველად წარმოაჩენს მაშინ, როდესაც ყალბი ჩვენებებისა და შეთითხნილი საქმეების გამოყენებით, მშობლები და შვილები, ცოლები და ქმრები, დები და ძმები ერთმანეთს წლობით დააცილა და ოჯახები მრავალწლიანი განშორებისათვის გაწირა.

ივანიშვილის რეჟიმმა გააღრმავა ქვეყნის წინაშე არსებული ყველა პრობლემა: მისივე აღიარებით, კორუფცია და თანამდებობის გამოყენებით, მოქალაქეების ხარჯზე გამდიდრება რეჟიმის წარმომადგენელთა ცხოვრების წესია, მისი მიზანმიმართული მცდელობის შედეგად, საქართველო უფრო და უფრო შორდება თავისუფალ სამყაროს, და მარტო რჩება მტრის, რუსეთის წინაშე, რაც ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და დამოუკიდებლობას უქმნის სასიცოცხლო საფრთხეს.

რეჟიმი ცდილობს ქვეყნის განათლებაც, ჯანდაცვაც და სოციალური დახმარების სისტემაც საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ნაცვლად, მისი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენოს და ამისთვის ადმინისტრაციულ კონტროლს და რეპრესიებს აღრმავებს.

მას სურს საქართველოს მოქალაქეებს საბოლოოდ წაართვას სახელმწიფო, რათა დაუსჯელად განაგრძოს ჩვენი სამხედროების, მასწავლებლების, პენსიონერების, ბავშვების თუ სტუდენტების ძარცვა.

მაგრამ ყველა ამ მცდელობის მიუხედავად, მან საზოგადოების სამართლიანი პროტესტი მაინც ვერ გატეხა.

რეჟიმს მმართველობაში დარჩენის სახალხო, საერთაშორისო და მორალური ლეგიტიმაცია აღარ აქვს და ამიტომ დგას მთლიანად სიცრუესა და რეპრესიებზე.

ჩვენს შორის მრავალი განსხვავება არსებობს, მაგრამ ყველას გვაერთიანებს საერთო ამოცანა: მშვიდობიანი ბრძოლის შედეგად შევცვალოთ ხალხის მძარცველი კორუმპირებული კრიმინალების რეჟიმი, გავათავისუფლოთ უსამართლოდ დატყვევებული მწერლები, ექიმები, სტუდენტები, მსახიობები და პოლიტიკოსები; გადავარჩინოთ საქართველოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა და დავიმკვიდროთ ადგილი ჩვენს ბუნებრივ ისტორიულ წიაღში, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში.

ქართველმა ხალხმა ამ ერთი წლის განმავლობაში, გაბედული და თანმიმდევრული ბრძოლით დაამტკიცა, რომ ის იმსახურებს სამართლიან, უსაფრთხო და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას და არ დაუშვებს კონსტიტუციის ხელყოფას. მათ ნებას ივანიშვილის რეპრესიები წინ ვერ აღუდგება.

ჩვენ, დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები, ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ძალაუფლება დაუბრუნდეთ მათ, ვისაც ის რეალურად ეკუთვნის - ქართველ ხალხს.

ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე!“ - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა