ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი იკვეხნიდა მოკავშირეებთან, რომ რუსეთი დონბასის მთელი რეგიონის ოკუპაციას 15 ოქტომბრამდე მოახდენდა, მაგრამ ამის გაკეთება არ შეუძლია
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ბოლო 10 დღეში, დამოუკიდებელი მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით
მიხეილ სააკაშვილი - კობახიძემ დახურა საერთაშორისო განათლების ცენტრი, რომელიც ჩემი შექმნილი იყო
ნიკოლ ფაშინიანი - დღეიდან მზად ვართ, უზრუნველვყოთ სატვირთო მანქანების ტრანზიტი თურქეთიდან აზერბაიჯანში და აზერბაიჯანიდან თურქეთში
Russia reports attack by nearly 200 drones, 34 of which were 'headed for Moscow'
Air defense forces neutralize 66 out of 100 Russian drones launched overnight
General Staff: 124 combat engagements on front lines in past 24 hours
Russia loses 800 more soldiers in Ukraine war over past 24 hours

„ევროპის სახალხო პარტია“ - მოვუწოდებთ ევროპის საბჭოს და ევროკავშირის სახელმწიფოებს, დაუწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში, არჩევნების გაყალბებაში, ადამიანის უფლებების დარღვევასა და ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაში პასუხისმგებელ პირებს

17.10.2025 ნახვები: 301

„ევროპის სახალხო პარტია” მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, ასევე ეროვნულ პარლამენტებსა და პარლამენტთაშორის ინსტიტუტებს, არ აღიარონ „ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტის ან მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა, რადგან 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ფუნდამენტურად არასწორი იყო, - ამის შესახებ აღნიშნულია “ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციაში, რომელიც პარტიის პოლიტიკურმა ასამბლეამ ვილნიუსში დღეს დაამტკიცა.

პარტია ხაზს უსვამს, რომ კიდევ ერთხელ ადასტურებს სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ მათი ლეგიტიმური დემოკრატიული უფლებებისა და სუვერენული, დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის.

„ევროპის სახალხო პარტია“ გმობს „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმისა და რუსეთის ორბიტისკენ სწრაფვას და მოითხოვს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას, ყველა რეპრესიული კანონმდებლობის აღსრულების შეჩერებას და პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესების ბოროტად გამოყენებისა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორის დასრულებას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

პარტია მოითხოვს შესაბამისი საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებას პოლიციის სისასტიკისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენების დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი გამოძიებისთვის.

„პარტია მოუწოდებს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს და მსგავსი შეხედულებების მქონე საერთაშორისო პარტნიორებს, გამოიყენონ საერთაშორისო ინსტრუმენტები, მათ შორის ევროპის საბჭოს GRECO და Moneyval, რათა თვალყური ადევნონ საქართველოში კორუფციისა და ფულის გათეთრების ბოლოდროინდელ გახმაურებულ საქმეებს; ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნება“ სრულად არის პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას გადასინჯული 2018/1806 რეგულაციის 8ა(1)(ჰ) მუხლის შესაბამისად და მოუწოდებს ევროკომისიას, უზრუნველყოს, რომ ეს ინსტრუმენტები მიზანმიმართულად იქნას გამოყენებული პასუხისმგებელ თანამდებობზე მყოფი პირებისა და მათი ოჯახებისთვის“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

პარტია მოუწოდებს ევროპის საბჭოს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, დაუწესონ პერსონალური სანქციები რეჟიმის მმართველ, ფინანსურ და პროპაგანდისტულ ელიტებს, ასევე არჩევნების გაყალბებაში, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაში პასუხისმგებელ პირებს.

„მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გააუქმოს საჯაროდ გამოცხადებული განზრახვა, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა დემოკრატიული პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაადგინოს კონკრეტული თარიღი ახალი, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია, იმუშავებენ პოლიტიკური ჩარევის გარეშე და არა სახელმწიფოს მიტაცების პირობებში“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა