China sets record for gold imports from Russia in November – media
Ukraine Days” in U.S. Congress and mass rallies have greatest impact, activist says
South Korea, Russia hold talks on DPRK’s nuclear program – media
War update: 200 clashes on front line, most active Pokrovsk, Kostiantynivka sectors
Negotiating teams align their positions, agree on sequence of steps regarding security guarantee agreements in Florida– Umerov
Rutte outlines three levels of security guarantees for Ukraine
Russians suffer losses during assault near Sotnytskyi Kozachok in Kharkiv region and retreat – military
Zelensky announces new support packages for Ukraine, sanctions decisions

ანა წითლიძე- თუ ვინმე მოქმედებდა 4 ოქტომბერს არაკონსტიტუციურად, ეს მხოლოდ რუსული საოკუპაციო რეჟიმია

09.10.2025 ნახვები: 372

ახლა, რასაც რეჟიმი აკეთებს არის ის, რომ აჰყავს ტყვეები - ასამართლებს 63 წლის ადამიანს, რომელსაც აქვს სიმსივნე; ასამართლებს ადამიანს, რომელიც არის მუშა, საათების შემკეთებელია და დღეში 20 ლარზე მუშაობს; ასამართლებს ადამიანს, რომელსაც ჰყავს ავადმყოფი შვილი; ასამართლებს კახა მჟავანაძეს, რომლის ცოლიც არის დიალიზზე, რეანიმაციაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა 4 ოქტომბერს გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებულ პირებზე.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, „ყველა ის ადამიანი, ვისაც ახლა რეჟიმი აკავებს, არის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტყვე“. ანა წითლიძის განმარტებით, ეს ადამიანები იბრძოდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის, რომლის სრული უფლება მათ ჰქონდათ.

„ამ ტყვეების აყვანაზე, რაც ახლა მიმდინარეობს, პასუხისმგებელი არის, მხოლოდ და მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილი. ამ ქვეყანას მართავს არალეგიტიმური რეჟიმი, რუსული საოკუპაციო რეჟიმი. რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არის საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალდებულება. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი,რომელიც აქციაზე იდგა და იცავდა ამ ქვეყნის თავისუფლებას, ამ ქვეყნის კონსტიტუციას, ევროპულ მომავალს და იცავდა ამ ქვეყნის ეროვნულ მთავარ ღირსებას, შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, რომელიც ახლა რეჟიმს ტყვედ აჰყავს, არის საქართველოს პატრიოტი“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

მისი თქმით, გუშინ ესწრებოდა 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულთა ნაწილის სასამართლო პროცესებს, სადაც ჩანდა, „თუ როგორ ადამიანებს ასამართლებს რეჟიმი“ , მათ შორის სიმსივნის დიაგნოზის მქონე პირს.

„ასამართლებს 63 წლის, თითქმის საპენსიო ასაკის ადამიანს, რომელსაც აქვს სიმსივნე და რომელიც აქციაზე მოვიდა იმისთვის, რომ ჰქონდეს ღირსეული პენსია და ქვეყანას არ მართავდეს საოკუპაციო რეჟიმი. ასამართლებს ადამიანს, რომელიც არის მუშა, საათების შემკეთებელი და რომელიც დღეში 20 ლარზე მუშაობს. ასამართლებს ადამიანს,რომელსაც ჰყავს ავადმყოფი შვილი და აქციაზე იდგა იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში მას არ აქვს ჯანდაცვის შესაბამისი სერვისები საკუთარი შვილისთვის, არ აქვს შესაბამისი ანაზღაურება იმისთვის, რომ საკუთარ შვილს წამალი უყიდოს.ასამართლებს კახა მჟავანაძეს, რომლის ცოლიც არის დიალიზზე, რეანიმაციაზე. იცით, რატომ იდგა კახა მჟავანაძე აქციაზე და რატომ იბრძოდა ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის? იმიტომ, რომ მას უნდა ისეთ საქართველოში იცხოვროს, სადაც წამლის ფული ექნება შვილებისთვის და მეუღლისთვის. რეალურად, რუსული საოკუპაციო რეჟიმი ასამართლებს ადამიანთა ყველაზე მშრომელ ნაწილს, რომელზეც დგას ამ ქვეყნის თავისუფლება“,- განაცხადა ანა წითლიძემ.

მისი თქმით, „რუსულ საოკუპაციო რეჟიმს“, რომელიც ქვეყანა მართავს, არცერთი საერთაშორისო პარტნიორი არ აღიარებს.

„რუსულ საოკუპაციო რეჟიმს, რომელიც თავს ხელისუფლებას უწოდებს, საქართველოს მოქალაქეებში არ აქვს ლეგიტიმაცია. 4 ოქტომბერს საქართველოს ასი ათასობით მოქალაქე იდგა ქუჩაში, საქართველოს ასი ათასობით მოქალაქემ თქვა ხმამაღლა, რომ ისინი არ აღიარებენ საოკუპაციო რეჟიმს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ ვინმე მოქმედებდა 4 ოქტომბერს არაკონსტიტუციურად, ეს არის მხოლოდ რუსული საოკუპაციო რეჟიმი და რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა