71 წლის აქციის მონაწილე აზა ჩილაჩავა გათავისუფლდა
Zelensky signs law on temporary deferral from mobilization for defense industry workers with military registration issues
General Staff confirms strike on Saratov oil refinery and several Russian army logistics facilities in Luhansk region
სალომე ზურაბიშვილი - დიპლომატია არ არის მორჩილება! ქვეყნის ერთგულება არ იზომება კარიერული სიჩუმით!
ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე დაპატიმრებული ბრიტანეთის მოქალაქე, 19 წლის მეი კალი თავისუფალია
უკრაინულმა დრონებმა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი - კითხვა მაქვს: ოპოზიციონერო პოლიტიკოსებო, მოაზროვნე ქართველებო, სახლში როგორ ჩერდებით, როცა ხედავთ დიდს თუ პატარას არ ინდობენ?
საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა 71 წლის აზა ჩილაჩავამ მშრალი შიმშილობა დაიწყო

თეა წულუკიანი - მივიღეთ გადაწყვეტილება, კომისიის დასკვნა გახდეს საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოში პროცედურების წამოწყებისა, რომლის მიზანიც იქნება „ნაცმოძრაობის“ და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა

27.09.2025 ნახვები: 330

საპარლამენტო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, საგამოძიებო კომისიის დასკვნა გახდეს საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წამოწყებისა, რომლის მიზანიც იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამის გარეშე ქვეყანას განვითარების პერსპექტივა არ უწერია.

„ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვიმუშავეთ. იცით, რომ კომისიას დასჭირდა და პარლამენტის თანხმობით გამოვიყენეთ ის მაქსიმალური ვადა, ექვსი თვე, რასაც კანონი ითვალისწინებს. უფრო მეტი დრო მუშაობისთვის არ გვქონდა, რადგან კანონი ამგვარი გაგრძელების შესაძლებლობას არ იცნობს. დოკუმენტი ბევრმა ნახა, უმრავლესობამ შორიდან, რადგან ახლა კორექტურა კეთდება და დაიბეჭდება წიგნის სახით ოქტომბრის ბოლომდე. ეს დოკუმენტი ყველას გაქვთ ნანახი, რადგან ელექტრონულად ხელმისაწვდომია. ეს არის 500-მდე გვერდი და რამდენიმე ათასი გვერდისგან შემდგარი დანართები. აღარ ჩამოვთვლი მოცულობებს, რასაც შეადგენს დასკვნის დანართების სახით აუდიო და ვიდეომასალა, რომელიც შეიძლება, წლები გავიდეს და გაქრეს. ამიტომ, მათ შორის თქვენს არხთან დიდი და აქტიური თანამშრომლობის შედეგად, შევქმნით ამ დასკვნის შესაბამისი დოკუმენტური აუდიო და ვიდეოარქივი“, - აღნიშნა წულუკიანმა.

მისი განცხადებით, კომისიის დასკვნა არ არის მხოლოდ ტექსტი, სადაც მოთხრობილია სხვადასხვა ტრაგედია, არამედ, ეს არის ფაქტებით და მტკიცებულებებით გამყარებული დოკუმენტი.

„ეს არ არის უბრალოდ ტექსტი, სადაც მოთხრობილია სხვადასხვა ამბავი და ტრაგედიები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის თავს დაატრიალა. აქ არის მოცემული მტკიცებულებები და ფაქტები. კერძოდ, ამ დასკვნით დასტურდება, რომ ძალას, რომელიც 9 წელი მართავდა ჩვენს ქვეყანას და დღეს ოპოზიციაშია, არ აქვს თავის თავში რესურსი, შეიცვალოს. არც ნება აქვს ამის, არც უნარი. შესაბამისად, ეს ერთი და იგივე ძალაა, რომელიც ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, გვიქადის, სულ მცირე, იმავეს, რაც აკეთეს 9 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ უარესსაც კი.

სწორედ ამიტომ, საპარლამენტო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“, როგორც პარტიამ, მიიღო გადაწყვეტილება, ეს დასკვნა გახდეს საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წამოწყებისა, რომლის მიზანიც იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა. ეს არის მიზანი, ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ ამის გარეშე ქვეყანას არ უწერია განვითარების პერსპექტივა. „ქართული ოცნება“ მუდმივად ვერ იქნება ხელისუფლებაში და ჩვენი ვალი, ჩვენი გასაკეთებელი საქმე და მისიაა, რომ ხელისუფლებიდან წასვლა როცა მოგვიწევს, არა 5 ოქტომბერს და დამხობის გზით, არამედ არჩევნების გზით, ამისი დრო დადგება ოდესღაც, მორიგი არჩევნების დროს, გამორიცხული გვქონდეს იმ დროისთვის შანსი და რისკი, რომ დასკვნაში აღწერილი ფაქტების ჩამდენი პირები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა