ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

ირაკლი კუპრაძე - თბილისელებს დარჩენიათ მიიღონ გადაწყვეტილება - კორუფციული, რუსული ძალადობრივი ძალა და კახა კალაძე თუ ევროპული, ერთობაზე ორიენტირებული გუნდი, რომელიც მათ პრობლემებს გადაწყვეტას

ნახვები: 589 ირაკლი კუპრაძე - თბილისელებს დარჩენიათ მიიღონ გადაწყვეტილება - კორუფციული, რუსული ძალადობრივი ძალა და კახა კალაძე თუ ევროპული, ერთობაზე ორიენტირებული გუნდი, რომელიც მათ პრობლემებს გადაწყვეტას

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, მისი გუნდი ყურადღებას ამახვილებს მოსახლეობის რეალურ პრობლემებზე და ერთ-ერთ პრიორიტეტად სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო კვების უზრუნველყოფას ასახელებს.

ამის შესახებ ირაკლი კუპრაძემ საზოგადოებასთან შეხვედრისა და საარჩევნო კლიპის პრეზენტაციის დროს განაცხადა.

კუპრაძის თქმით, მასწავლებლებისა და მშობლების წერილები ადასტურებს ამ ინიციატივის აუცილებლობას და თბილისელებს მოუწოდა არჩევანი, გააკეთონ „კორუფციულ და ძალადობრივ ძალასა და ევროპულ, ერთობაზე ორიენტირებულ გუნდს შორის“.

„დღეს მთელი დღის განმავლობაში ვკითხულობ წერილებს მთელი საქართველოდან, სადაც მწერენ და მეკითხებიან, იქნება თუ არა მათ სკოლებში უფასო კვება. მიყვებიან ისტორიებს, სადაც ჰყვებიან იმას თუ როგორ დაკარგა გონება თავისმა კლასელმა. შემოდის მასწავლებლების წერილი, რომ არ გავეშვათ ამ იდეაზე საუბარს. ის ბავშვები, რომლებიც გწერენ და გვეუბნებიან - ჩვენც გვშია სკოლაში და ხომ აუცილებლად გააკეთებთ ამ იდეას. მართლა მძიმე იყო ამის წაკითხვა. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ხალხის რეალურ საჭიროებებზე საუბრობს და ფიქრობს. თბილისელებს დარჩენიათ მიიღონ გადაწყვეტილება - კორუფციული, რუსული ძალადობრივი ძალა და კახა კალაძე თუ ევროპული, ერთობაზე ორიენტირებული გუნდი, რომელიც მათ პრობლემებს გადაწყვეტს. ძალიან მარტივი არჩევანია“,- განაცხადა კუპრაძემ.

კუპრაძემ განაცხადა, რომ ბოლო დღეებში „ძლიერი საქართველო – ლელოს“ კანდიდატებზე „ძლიერი ზეწოლა ხორციელდება“ და კამპანიის ჩაშლის მცდელობებია.

კუპრაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, არ დაუთმონ დედაქალაქი „რუსულ, კორუფციულ რეჟიმს“ და ირწმუნონ სწორი იდეების გამარჯვების.

„ამ ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ თითოეულ კანდიდატზე, იქნებიან მერები თუ მაჟორიტარები, მიდის საშინელი ზეწოლა და წნეხი. გუშინ, ლაყე კვერცხების პარტიამ ლაყე კვერცხები დაგვიშინა. მანამდე მოსულები იყვნენ და ჩაშლის მცდელობა ჰქონდათ. შემდეგ, სამწუხაროდ, ჩვენ დედებს, ბებიებს, ბავშვებს ესროლეს კვერცხები. ეს სტანდარტი, რომელიც ამ ხელისუფლებას უჭირავს არ არის, არც ქართველობასთან, არც თბილისელობასთან და არც კაცობასთან ახლოს.

ამიტომ, ჩვენი გამოსავალი არის მარტივი - უნდა ვირწმუნოთ სწორი იდეების, ჩვენი, მთელს საქართველოში ჩვენი თანამებრძოლების, რომლებსაც სჯერათ და არ გაჩერდებიან ამ ბრძოლაში.

არ დავუთმოთ დედაქალაქი რუსულ, კორუფციულ რეჟიმს!“- განაცხადა კუპრაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა