საქართველოში ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი
გოჩა მირცხულავა - ავტორიტარიზმის პირველი მსხვერპლი თავისუფლება კი არ არის - პირველი მსხვერპლი ემპათიაა
დონალდ ტრამპი - ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მივაღწიეთ - შესაძლოა, ხელი ევროპაში მოეწეროს
ირანის საგარეო უწყება - ირანს აშშ-სთან შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია
საგარეო უწყება - საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად - მიუღებელია საკითხით პოლიტიკური მანიპულირება
ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარი თქვა
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ოფისის რეგიონული ხელმძღვანელი - აშშ-ის საიდუმლო სამსახურსა და ქართველ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს, რომ ამგვარი თანამშრომლობით შეიძლება მიღწეული იქნას რეალური შედეგები
ეროვნული ბანკი - სსფ-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 6.5%-ით გაიზრდება, ინფლაცია კი ეტაპობრივად შემცირდება

თაზო დათუნაშვილი - გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კადაფი გამოსულა, ხრუშოვს ფეხსაცმელი უკაკუნებია, მაგრამ, ალბათ, პირველი შემთხვევა იქნება, რომ ამ ტრიბუნაზე იდგება კაცი, რომელსაც არც განათლება არ აქვს, არც ლაპარაკი იცის

22.09.2025 ნახვები: 555

ძალიან ბევრი საზიზღრობა უნახავს გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლეს ტრიბუნას, მაგრამ, ალბათ, პირველი შემთხვევა იქნება, რომ ამ ტრიბუნაზე იდგება კაცი, რომელსაც არც განათლება არ აქვს, არც ლაპარაკი იცის, არც ერთი ენა არ იცის და ფუნდამენტური პრობლემა აქვს, რომ თავის მშობლიურ ენაზე სუფლიორიდან წაიკითხოს,- ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს „წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანი წარადგენს“.

„ძალიან ბევრი საზიზღრობა უნახავს გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლეს ტრიბუნას, რომლიდანაც კადაფი გამოსულა და წარუდგენია თავისი სიტყვა, ხრუშოვს ფეხსაცმელი უკაკუნებია ამ ტრიბუნისთვის, მაგრამ, ალბათ, პირველი შემთხვევა იქნება, რომ ამ ტრიბუნაზე იდგება კაცი, რომელსაც არც განათლება არ აქვს, არც ლაპარაკი იცის, არც ერთი ენა არ იცის და ფუნდამენტური პრობლემა აქვს, რომ თავის მშობლიურ ენაზე სუფლიორიდან წაიკითხოს, იმიტომ, რომ წერა-კითხვის უცოდინარია. ამიტომ, ვაი, საქართველო, რა დღეში ხარ!“- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

პრესსამსახურის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. მიხეილ ყაველაშვილი შეხვედრას გამართავს გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა