ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

რადოსლავ სიკორსკი - შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე და არა ქართველ ხალხს

ნახვები: 594 რადოსლავ სიკორსკი - შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე და არა ქართველ ხალხს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს მიმართ უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის პოლიტიკას.

სიკორსი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა იმას გააკეთებს, რისი დაპირებებიც არჩევნების დროს გასცა და არა იმას, რასაც აკეთებს - რაც ევროპისგან დამაშორებელი კურსია.

მისი თქმით, შეხვდა ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ოპოზიციის დევნის შესახებ.

“შევხვდი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ამ ქვეყანაში ოპოზიციის დევნის შესახებ მომაწოდა ინფორმაცია. პოლონეთმა უკვე გადაიტანა ყურადღება საქართველოს მთავრობის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერიდან, რადგან საქართველომ აშკარად გადაუხვია ამ გზას, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე. ასევე, შევისწავლით დევნისთვის პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობას…

პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს მიმართ უმაღლესი წარმომადგენლის [კაია კალასის] პოლიტიკას, რომელიც ამ ეტაპზეა - დავარწმუნოთ საქართველოს მთავრობა, რომ შეწყიტოს ოპოზიციის დევნა. შევხვდი პრემიერ-მინისტს, რომლის წინააღმდეგ ბრალდებებიც სრულიად ყალბად მეჩვენება და მხარს ვუჭერთ საქართველოს საზოგადოებას ევროპულ მისწრაფებებში. და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა იმას გააკეთებს, რისი დაპირებებიც არჩევნების დროს გასცა და არა იმას, რასაც აკეთებს - რაც ევროპისგან დამაშორებელი კურსია”, - განაცხადა სიკორსკიმ.

ამასთან, პოლონელი მინისტრის თქმით, ფიქრობს, რომ შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე, არა ქართველ ხალხს.

“კომუნისტურ პოლონეთში დავიბადე. ეს ავტორიტარული რეჟიმი იყო, თუმცა რაღაც პერიოდებში საზღვარგარეთ მოგზაურობის უფლებას გვაძლევდა. მაგ დროს ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებდით ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ავსტრია, შვედეთი, დასავლეთ ბერლინსაც, რომლებიც უვიზო წვდომას გვაძლევდნენ. ეს ჩვენთვის ფანჯარა იყო მსოფლიოში. ასე რომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეზღუდვები იმათ უნდა დაუწესდეთ, ვინც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე, და არა ქართველ ხალხს”, - განაცხადა სიკორსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა