ჯო უილსონი - თავისუფლების მხარდამჭერი ადამიანები დამწუხრებულები არიან ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ მიერ ირანის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერით
დონალდ ტრამპი - ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, მაგრამ ამის თქმის ეშინია
გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სუს-ში დაიბარეს
ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა
ირანმა აშშ-სგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 15-პუნქტიანი წინადადება მიიღო
Drones strike Russia's Ust-Luga port, fire reported
Frontline update: 191 clashes in past day, 47 Russian assaults repelled on Pokrovsk axis
Ukrainian air defenses intercept 121 of 147 drones launched by Russia overnight

თეა წულუკიანი ანდრიუს კუბილიუსზე - დაუძინებელ მტერს დაუძინებელი მეგობარი ვეღარ ერქმევა!

25.06.2025 ნახვები: 510

ალბათ, დროა გადავიდეთ იმაზე, რომ ვთქვათ: დაუძინებელ მტერს დაუძინებელი მეგობარი ვეღარ ერქმევა! - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა ევროკომისარ ანდრიუს კუბილიუსთან დაკავშირებით განაცხადა.

აღნიშნული განცხადება კომისიის სხდომაზე წულუკიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც კომისიის სხდომაზე მიწვეულმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ანდრიუს კუბილიუსი იმ პირებს შორის დაასახელა, ვინც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ხელს უშლიდა.

„იყვნენ ევროპელი დეპუტატები, განსაკუთრებით ხშირად ევროპარლამენტარებისგან ისმოდა ასეთი იდეები [არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი]. [პირადად მეუბნებოდნენ] კი, ასეთი ფაქტიც იყო, დღეს ევროკომისარია ის ადამიანი, ყველამ კარგად იცის.

იყვნენ ასეთიც, უფრო გული რომ შესტკიოდათ საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე წუხდნენ და [გვეუბნებოდნენ], რატომ გავაკეთეთ განაცხადი, ხომ ვიცოდით, ამას მოჰყვებოდა ინსტრუმენტად გამოყენება და ასეთ ვითარებაში რატომ გავბედეთ, გავაკეთეთ ეს განაცხადი ამ სიტუაციაში, მაგრამ ერთი წამითაც არ მიფიქრია არც მაშინ, არც ახლა, რომ ეს შეცდომა იყო და ეს არ უნდა გაეკეთებინა საქართველოს იმ მომენტში. ეს იყო, რაც იმ მომენტში საქართველოს ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა და ეთქვა. ეს იყო, რაც 2020 წელს ვთქვით, რომ რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ უნდა გაგვეკეთებინა და ეს გეგმაში გვქონდა. რა თქმა უნდა, ლოგიკური იყო ამის გაკეთება. სამწუხაროდ, მაშინ კარგად გამოჩნდა, ევროინტეგრაცია ჩვენთვის რომ ასეთი მნიშვნელოვანია, ვიღაცისთვის კი მხოლოდ ინსტრუმენტი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

აღნიშნულის შემდეგ კომისიის წევრმა, სოზარ სუბარმა კუბილიუსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ:

„ჩემი მხრიდან განვმარტავ, რომ ევროპარლამენტარი, რომელიც შემდეგ გახდა ევროკომისარი, საქართველოს დაუძინებელი მეგობარი, არის ანდრიუს კუბილიუსი“,- აღნიშნა სუბარმა.

სუბარს თეა წულუკიანის რეპლიკა მოჰყვა:

„ალბათ, დროა გადავიდეთ იმაზე, რომ ვთქვათ, დაუძინებელ მტერს დაუძინებელი მეგობარი ვეღარ ერქმევა!“ - განაცხადა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა