პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

მამუკა ხაზარაძე - ივანიშვილი არის რუსული ძალა და მას გადაწყვეტილი აქვს ყველა ოპონენტის დაჭერა

06.06.2025 ნახვები: 521

სასამართლო მამუკა ხაზარაძის საქმის არსებით განხილვას იწყებს. კოალიცია "ძლიერი საქართვეელოს" ლიდერს "ოცნების" საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლის გამო ასამართლებენ.  საქმეს მოსამართლე ზვიად შარაძე განიხილავს. არ არის გამორიცხული პროცესზე დღეს ბრალდების მხარემ მოწმედ გამომძიებელი მიიყვანოს. 

სასამართლოში უკვე მივიდა მამუკა ხაზარაძე. ოპოზიციონერი ლიდერი ბოლომდე ბრძოლას აანონსებს და ამბობს, რომ მას ციხით ვერ შეაშინებენ. 

არავითარ შემთხვევაში არ მივცემ ბიძინა ივანიშვილს იმის შანსს, რომ მე შევიდე უფრო სწრაფად ციხეში - აცხადებს მამუკა ხაზარაძე. 

მოლოდინი არის ყველანაირი. თქვენ იცით, რომ მე ამ ნაბიჯზე შეგნებულად წავედი. არ გამოვცხადდი და პროტესტი გამოვუცხადე არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილ კომისიას. შესაბამისად ამ პოზიციას და ბრძოლას ჩვენ გავაგრძელებთ. არავითარ შემთხვევაში არ მივცემ ბიძინა ივანიშვილს იმის შანსს, რომ მე შევიდე უფრო სწრაფად ციხეში, იმიტომ, რომ ივანიშვილი არის რუსული ძალა და მას გადაწყვეტილი აქვს ყველა ოპონენტის დაჭერა და როცა მოვა ამის დრო, დაე, მათ მიიღონ ამის გადაწყვეტილება. ასე რომ, ბრძლა გრძელდება. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს ყველა ფრონტზე- ეს იქნება სასამართლო დარბაზი, საარჩევნო ყუთი, ქუჩა და ა.შ.

 მე მზად ვარ ყველაფრისთვის. 4 წელი ჩემი და ჯაფარიძის დაჭერა უნდოდათ 9 წლიანი მუხლით. არ გამოუვიდათ, იმიტომ, რომ ჩვენ ვიბრძოლეთ, არ დავემალეთ სასამართლოს, ვიარეთ ბოლომდე და ამ უსამართლო, მურუსიძის და ბიძინას სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ამიტომ ვერც 9 წლით შემაშინებენ, ვერც ერთით და ვერც ვერავის ვერ შეაშინებენ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

დღეს არის დაგეგმილი ბადრი ჯაფარიძის პროცესიც იგივე საქმეზე.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძემ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს აღნიშნულ საქმეზე ლიდერს მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-50 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.

ტვ პირველი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა