გოჩა მირცხულავა: რომელი მამაკაცი, ქმარი ჩართავს სახელმწიფო გადატრიალებაში საკუთარ მეუღლეს?!
ევროკავშირის უვიზო რეჟიმის შეჩერების განახლებული მექანიზმი ძალაში შევიდა
IPN - ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ბრალდებას არ აღიარებს
ახალი წლის დღეებში საქართველოში ცივი და თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება
Russian army loses another 1,220 soldiers and one multiple launch rocket system in war against Ukraine
Military show destruction of Russian convoy in Donetsk region during formation
Georgia sends nine generators to Ukraine
Ukraine will continue clearing Kupiansk of enemy forces in 2026 – Syrskyi

გიორგი ბარამიძე - უცებ რომ დაკმაყოფილდეს მოთხოვნები, რაც გვინდა, მერე უნდა ვთქვათ, ცოტა ხანს დაგვაცადეთ, ჯერ მომზადებულები არ ვართ, მოვემზადებით და მერე ჩავატარებთ არჩევნებსო?

20.05.2025 ნახვები: 488

უცებ რომ დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნები, მერე უნდა ვთქვათ - არა ცოტახანს დაგვაცადეთ, ჯერ მომზადებულები არ ვართ, მოვემზადებით და მერე ჩავატარებთ [არჩევნებსო]? - ჩვენ ზოგადად ყველაფრისთვის ვემზადებით - სამზადისი და მონაწილეობა სულ სხვადასხვა რაღაცაა, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, ყველა პარტია ქვეყანაში განვითარებული „ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყოს“.

„სწორ ბრძოლას მივყავართ გამარჯვებამდე. არასწორ ბრძოლას და მოღალატე-კრიმინალურ რეჟიმთან ღია თუ ფარულ თანამშრომლობას, ღიად მათი მხრიდან ლეგიტიმაციას შექმნის მცდელობას, არასასურველ შედეგამდე მივყავართ. ორჯერ ორი ოთხია. სწორი ბრძოლა არის გზა გამარჯვებამდე, რაც გამარჯვებამდე აუცილებლად მიგვიყვანს. ესა თუ ის პარტია რას გააკეთებს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება არ ჰქონდეს. მთლიანობაში, შეიძლება ეს იყოს მტკივნეული ქართველი საზოგადოების ამ ბრძოლის ამ ეტაპისთვის, რადგანაც ეს მოღალატეობრივი, კრიმინალური რეჟიმი ამ საბაბს გამოიყენებს. თუმცა დარწმუნებული ვარ, ქართველი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იქნება პრინციპული და ამ კრიმინალური რეჟიმის თამაშებში არ ჩაერთვება. ძალიან მკაფიოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ყველანი, ქართველი საზოგადოება, ვითხოვთ ცივილიზებულ, ნორმალურ, თუნდაც მეტ ნაკლებად დემოკრატიულ არჩევნებს. ამიტომ, არჩევნები არის ის, რაც ჩვენ გვინდა. მაგრამ ჩვენ არ გვინდა და არ მივიღებთ მონაწილეობას სპეცოპერაციაში, რომელიც ამ რეჟიმს უნდა, რომ გაასაღოს არჩევნებად. ეს არის ორი განსხვავება. ვისაც უნდა, რომ მიიღოს მონაწილეობა სპეცოპერაციაში, რასაც ეს კრიმინალებისა და მოღალატეების რეჟიმი არქმევს არჩევნებს, ეს მათი საქმეა და გამოჩნდება ისინი რას აკეთებენ. ვისაც უნდა მართლა არჩევნები და მისთვის იბრძვის, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში, ესეც გამოჩნდება.

ჩვენ ზოგადად ყველაფრისთვის ვემზადებით, რადგან არავინ არ იცის რა დროს, რა მომენტში, რა ვითარება იქნება, ამიტომ, ყველაფრისთვის უნდა იყოს მზად ყველა პარტია. ჩვენ გვაქვს ნათქვამი, რომ უკვე მეცამეტე წელიწადია ამ რეჟიმს ვებრძვით და ნებისმიერ მომენტში მზად ვართ, რომ დაგვაპატიმრონ, ვიღაცას სადღაც დახვდნენ, სასტიკად გვცემონ, ტყვია გვესროლონ. შესაბამისად, პოლიტიკური პარტია, ამავდროულად, ბუნებრივია, ყველაფრისთვის უნდა იყოს მზად. ქართველი ხალხისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ზეწოლით არჩევნები რომ დაინიშნოს, რომელიც მეტ ნაკლებად მაინც მსგავსი იქნება დემოკრატიული არჩევნებისა და რაღაც ელემენტები მაინც იქნება, ყველა უნდა იყოს მზად. ამიტომ, სამზადისი და მონაწილეობა სულ სხვადასხვა რაღაცაა. ჩვენ ყველაფრისთვის ვემზადებით, არაერთხელ გვითქვამს ეს. ქვეყანაში განვითარებული ყველა სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად. ეს არ ნიშნავს, რომ სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ამ რეჟიმს უნდა, რომ არჩევნებად გაასაღოს. ძალიან მარტივია. უცებ რომ დაკმაყოფილდეს ის მოთხოვნები, რაც ჩვენ გვინდა, მერე უნდა ვთქვათ - არა ცოტახანს დაგვაცადეთ, ჯერ მომზადებულები არ ვართ, მოვემზადებით და მერე ჩავატარებთ [არჩევნებსო]? მუდმივად უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. ამაში პრობლემური რა არის და ვიღაცამ რა ამერიკა აღმოაჩინა, არ ვიცი“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა