ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

ირაკლი ზარქუა ისევ გამოგორდა ევროპარლამენტარების ვიზიტზე - გადაეცით, რომ დააგვიანეს, საქართველოში „ნაცმაიდანი“ არ მოხდება

ნახვები: 589 ირაკლი ზარქუა ისევ გამოგორდა ევროპარლამენტარების ვიზიტზე - გადაეცით, რომ დააგვიანეს, საქართველოში „ნაცმაიდანი“ არ მოხდება

გადაეცით, რომ დააგვიანეს უკვე, საქართველოში „ნაცმაიდანი“ არ მოხდება, იქ დგომით დროს ტყუილად ნუ დაკარგავენ, არ გაცივდნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ჩამოსული ევროპარლამენტარები „ჩვეულებრივი „ნაცსექტის“ დამატება არიან, ლობისტური კომპანიების მიერ დაქირავებული მუშაკები, რომლებიც ცდილობენ, უსამშობლოების გარკვეული ჯგუფები კიდევ უფრო გააძლიერონ“.

„ევროპარლამენტარები დღეს მორიგი ვიზიტით იმყოფებიან, ხომ იცით, ვინც არიან, საქართველოს გაშავებით რომ არიან დაკავებული. რეზოლუციას რეზოლუციაზე იღებენ, რომ თურმე სააკაშვილს ვკლავთ, ჯიგარი კი იცით, ემუქრება კიდეც გარკვეულ ჯგუფებს და იქიდან მოძღვრავს რევოლუციურ სცენარს, მშვენივრად არის. მეორე ევრორეზოლუციაში ჩაგვიწერეს, რომ თურმე კეზერაშვილი არის მედიამენეჯერი. აი, ასეთი უსამართლო რეზოლუციების ავტორები ჩამოვიდნენ და ბუნებრივია, ჩვენ არც გვაინტერესებს მათი აზრი, რადგან ჩვეულებრივი „ნაცსექტის“ დამატება არიან, ლობისტური კომპანიების მიერ დაქირავებული მუშაკები, რომლებიც ცდილობენ, უსამშობლოების გარკვეული ჯგუფები კიდევ უფრო გააძლიერონ. მილევად რეჟიმშია, გადაეცით, რომ დააგვიანეს უკვე, საქართველოში „ნაცმაიდანი“ არ მოხდება, იქ დგომით დროს ტყუილად ნუ დაკარგავენ, არ გაცივდნენ. ამას სჯობია ისევ ჩვენი კულტურა ნახონ, გაიარონ სხვადასხვა კუთხეში, ხალხს შეხვდნენ, დაელაპარაკონ და მიხვდებიან, რომ ამ უსამშობლოებს დასაყრდენი საქართველოში არ აქვთ“, - განაცხადა ზარქუამ.

ამავე თემაზე საუბრისას, ზარქუამ ანდრიუს კუბილიუსს მიმართა და აღნიშნა, რომ „მისმა კოლეგებმა მიიჩნიეს, რომ არ არის მისი საქმე პოლიტიკა და კოსმოსის შემსწავლელი მიმართულებით გაუშვეს“.

„კუბილიუსი ხომ არ დატოვეს? კუბილიუს, აქაც კი მოგტეხეს, ჩემო ძმაო. სწორია, ადრე ჩვენ გვამუნათებდი, არარეალურ, არაადეკვატურ რაღაცებს გვიწერდი ევრორეზოლუციაში, მახსოვს, მოწოდებებიც. თქვენმა კოლეგებმა მიგიჩნიეს, რომ არ არის თქვენი საქმე პოლიტიკა და კოსმოსის შემსწავლელი მიმართულებით გაგიშვეს. იქ არის თქვენი ადგილი, კოსმოსი შეისწავლეთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და საქართველოში ჩამოსულ ევროპარლამენტარებს შორის შეხვედრა უკვე შედგა. ამ წუთებში კი ევროპარლამენტარები შეხვედრას პრეზიდენტთან მართავენ. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა ასევე დაგეგმილია არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა