Artemis II-ის მისიის ეკიპაჟი დედამიწაზე წარმატებით დაეშვა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯეი დი ვენსი და სხვა თანამდებობის პირები მოლაპარაკებებში რომ მონაწილეობდნენ, ალბათ, უფრო ღრმად გაერკვეოდნენ, რა არის “ნაკუწი” და რა არის უკრაინის ტერიტორია
კაია კალასი - უსამართლოა ევროპის დადანაშაულება, ევროპაში გვაქვს რუსეთის ომი, ნამდვილად არ გვინახავს სპარსეთის ყურის ქვეყნების დახმარება
ურსულა ფონ დერ ლაიენი ლიდერების დონეზე წამოაყენებს უნგრეთსა და რუსეთს შორის შესაძლო კოორდინაციის საკითხს
ირანის ელჩი - ანგარიშში, რომელსაც დღეს თეირანს წარვუდგენ, მომავალი ასდღიანი პერიოდისთვის საქართველოსთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გზებს შევთავაზებ
9 აპრილის მემორიალთან ირაკლი კობახიძiს, შალვა პაპუაშვილის და მიხეილ ყაველაშვილის-გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა
ეკა კუპატაძე - მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან - მე ღირსეული შვილი მომიკლეს
გიგა ავალიანის საქმის მოსამართლე - რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, პროცესების განმავლობაში არ მოგვისმენია სინანული

არჩილ თალაკვაძე - ობიექტურად თუ შეფასდება, სენატორი შაჰინი შეერთებულ შტატებში ერთადერთი სწორი გზავნილით დაბრუნდება, რომ საქართველოს აქვს პროგრესი

10.08.2024 ნახვები: 547

სენატორი შაჰინი იმედი მაქვს, შეერთებულ შტატებში ერთადერთი სწორი გზავნილით დაბრუნდება, რომ საქართველოს აქვს არსებითი პროგრესი, როგორც დემოკრატიული განვითარების, ისე ადამიანის უფლებების დაცვის და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„იმედი მაქვს, სენატორი შაჰინი ერთადერთი სწორი გზავნილით დაბრუნდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ საქართველოს აქვს არსებითი პროგრესი, როგორც დემოკრატიული განვითარების, ისე ადამიანის უფლებების დაცვის და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით; ასევე გვაქვს თავისუფალი არჩევნები და მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც საზოგადოების მიერ ჩვენი ხელისუფლების მხარდაჭერის შედეგია; თავისუფალი და მრავალფეროვანი მედია; საარჩევნო რეფორმები, რომლითაც ახლა ტარდება არჩევნები; ეს არის, რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების არსებითი შემცირება და რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გატარდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, საქართველოში ორმაგი ეკონომიკური ზრდაა, ხოლო მიმდინარე წელს ცხრაპროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.

„რეგიონში არის ერთ – ერთი გამორჩეული. საქართველო დღეს არის უფრო თანამედროვე, თავისუფალი და ევროპული სახელმწიფო და ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება ობიექტური მხარდაჭერა და სამართლიანი შეფასება ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, განვამტკიცოთ ურთიერთობები დასავლეთთან, ჩვენს ნამდვილ მეგობრებთან და არის იგივე მოლოდინი მათგანაც, მათი მხრიდანაც. ამ ურთიერთობებში არის ძალიან ბევრი გულდასაწყვეტი მომენტი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, თუ საქართველოს პროგრესი იქნება ობიექტურად შეფასებული, არანაირი კითხვის ნიშანი და არანაირი სივრცე აღარ დარჩება, ამიტომ მოველით, რომ ერთადერთი სწორი გზავნილით დაბრუნება ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ საქართველოს აქვს პროგრესი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა