ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

ირაკლი კობახიძე - ხაზარაძე-ჯაფარიძემ დავა წააგეს ქართულ სახელმწიფოსთან, ნებისმიერი მათი მცდელობა, რომ მარცხი გადაფარონ, არის უსუსური და განწირულია წარუმატებლობისთვის

ნახვები: 584 ირაკლი კობახიძე - ხაზარაძე-ჯაფარიძემ დავა წააგეს ქართულ სახელმწიფოსთან, ნებისმიერი მათი მცდელობა, რომ მარცხი გადაფარონ, არის უსუსური და განწირულია წარუმატებლობისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე ხაზარაძე-ჯაფარიძის დუმილი არის მცდელობა, რომ ეს გადაწყვეტილება გადაფარონ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხაზარაძე-ჯაფარიძემ შეიტანეს საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო დონეზე და ეს დავა წააგეს ქართულ სახელმწიფოსთან.

„უსუსური მცდელობაა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება გადაფარონ, თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ისინი ვერანაირად ვერ გადაფარავენ. მათ შეიტანეს შესაბამისი საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო დონეზე და ეს დავა წააგეს ქართულ სახელმწიფოსთან. ამის მერე ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს მარცხი გადაფარონ, არის უსუსური და განწირულია წარუმატებლობისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა