სუს-ი უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, ორ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება
გოჩა მირცხულავა - ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აქვს მიშას კომპლექსი - განსაკუთრებით მისგან "ნაჩეკ" ლიდერებს
მოსამართლემ გიორგი გახარიასთვის, 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, ძალაში დატოვა
ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მხარი დაუჭირეს
უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენი აღადგინა
არჩილ იაკობაშვილი - „ლიბერთი ბანკის“ შთანთქმა რუსული მოდელით
ჯო უილსონი - ომის დამნაშავე პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
23-24 აპრილს საქართველოში იწვიმებს

პაატა მანჯგალაძე - გიგა ბოკერიასგან კონსულტაციების სურვილი არასდროს ყოფილა და არც ჩვენ ვგიჟდებით მასზე

02.08.2024 ნახვები: 507

გიგა ბოკერიაზე არ ვგიჟდებით, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე „ევროპული საქართველოს“ ყოფილ თავმჯდომარესთან, გიგა ბოკერიასთან კონსულტაციების შესაძლო დაწყებას.

მისი თქმით, არც გიგა ბოკერიასგან დაფიქსირებულა მსგავსი სურვილი.

„ჩვენთვის ერთიანობა მთავარი საშუალებაა, რითიც მიზანს, შესაძლოა, მივაღწიოთ. „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვიყავით პირველი, ვინც ერთიანობისკენ გადადგა ნაბიჯი და სხვებსაც ვუსურვებთ ერთიანობას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება გიგა ბოკერიას, რომელმაც „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ „ასე ხდება, როდესაც პრაიმერისში გუნდი მარცხდება, ეს ჩვეულებრივი, დასავლური, ევროპული კულტურაა“.

„გიგა ბოკერიასთან კონსულტაციები არ ვიცი, მაგრამ სხვებს თუ ექნებათ სურვილი, შესაძლებელია. გიგა ბოკერიასგან ეს სურვილი არასდროს ყოფილა, ამიტომ არც ჩვენ ვგიჟდებით მასზე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა