მიხეილ სააკაშვილი - არ ვაპირებ გავუფრთხილდე ვინმეს სენტიმენტებს, თუ გვინდა ძალის აკრეფა, აუცილებელია კრიტიკის მიღებაც
მამუკა მდინარაძე - ბევრი გვიფიქრია ამ თემებზე, ბევრი გვილაპარაკია და რომ არ დაგიმალოთ, ბევრი გვინერვიულია კიდევაც, როდესაც ძირს დაგდებულ ახალგაზრდა მამაკაცს სახეში წიხლით სცემს სამართალდამცველი
მაიკლ ო’ფლაერტი - საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ნამდვილად ძალიან სერიოზულად ვუყურებ
მედია - რუსეთის ოლქებში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
სუს-ი უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, ორ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება
გოჩა მირცხულავა - ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აქვს მიშას კომპლექსი - განსაკუთრებით მისგან "ნაჩეკ" ლიდერებს
მოსამართლემ გიორგი გახარიასთვის, 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, ძალაში დატოვა
ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მხარი დაუჭირეს

უილიამ კიტინგი საქართველოს მთავრობას - თქვენი ქმედებები პასუხის გარეშე არ დარჩება

24.07.2024 ნახვები: 542

საქართველოს მთავრობის ქმედებები პასუხის გარეშე არ დარჩება, - ამის შესახებ კონგრესმენმა უილიამ კიტინგმა (დემოკრატიული პარტია) წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსა და მოლდოვაში 2024 წლის არჩევნებამდე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას.

გარდა ამისა, კიტინგმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ჩინეთთან დაკავშირებითაც, კონგრესმენის თქმით, მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებასა და ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს აქებს, პეკინი აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაიანში, მეტიც კრემლი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას.

შესაბამისად, მისი განცხადებით, “ქართული ოცნების” მთავრობა შეთანხმებებს აფორმებს მათთან, ვინც საქართველოს ოკუპანტს უჭერს მხარს.

“სამწუხაროდ, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერისა და კონსტიტუციური ვალდებულებების მიუხედავად მმართველი, “ქართული ოცნების” პარტია ქვეყნის ევრო-ატლანტიკური გზიდან აცდა.

სულ რაღაც წინა თვეს “ქართულმა ოცნებამ” მიიღო კრემლის მიერ შთაგონებული “უცხოური აგენტების” კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოებასა და გამოხატვის თავისუფლებაზე ზეწოლისთვის.

დღეს ორი მესიჯი მაქვს საქართველოს მთავრობისთვის და ქართველი ხალხისთვის. პირველი, საქართველოს მთავრობას: თქვენი ქმედებები პასუხის გარეშე არ დარჩება. მაისში სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში ოფიციალურ პირებსა და, რაც მნიშვნელოვანია, მათ ოჯახის წევრებზე. სანამ საქართველოს მთავრობა აგრძელებს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ადმინისტრაცია გააგრძელებს სავიზო შეზღუდვებისა და ფინანსური სანქციების მიღებას, რამდენადაც საჭირო გახდება.

მეტიც, მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” აქებს ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებასა და ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პეკინი აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაიანში, მაშინ, როდესაც კრემლი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ამ უკანონო ომის მსველობისას.

მარტივად რომ ვთქვათ, “ქართული ოცნების” მთავრობა შეთანხმებებს აფორმებს მათთან, ვინც საქართველოს ოკუპანტს უჭერს მხარს. კიდევ არის მმართველი პარტიის მხრიდან ქართველი ხალხის ღალატის მაგალითები. ხალხისა, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს რუსეთთან საკუთარი ომის მოგონებები არც ისე დიდი ხნის წინ.

მეორე [მესიჯი] ქართველ ხალხს: ევროკავშირსა და ნატო-ში ყოფნის თქვენი ამბიციები ძალიან კარგად არის ცნობილი ამ კონგრესსა და ადმინისტრაციაში. როგორც წინა სამ ათწლეულში, ჩვენ ვაგრძელებთ ამ ძალისხმევებში თქვენს მხარდაჭერას. “ქართველი ხალხის აქტი”, რომელიც მე წარვადგინე გასულ თვეს, და ჩემი მეგობრის, ჯო იულსონის MEGOBARI აქტი ჩვენი მხრიდან თქვენი დემოკრატიული მომავლის მხარდაჭერის მაგალითია, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მთავრობა არღვევს თავის კონსტიტუციურად სავალდებულო დაპირებებს, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობისადმი გზა გაკაფოს”, - განაცხადა კონგრესმენმა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა