ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

გიორგი ვაშაძე - ერთად დგომა მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე, ჩვენთან კიდევ ბევრ საინტერესო ადამიანს ნახავთ

ნახვები: 586 გიორგი ვაშაძე - ერთად დგომა მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე, ჩვენთან კიდევ ბევრ საინტერესო ადამიანს ნახავთ

ერთად დგომა მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე, ჩვენთან კიდევ ბევრ საინტერესო ადამიანს ნახავთ - გვინდა, რომ ყველას ჩამოვართვათ ხელი, - ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია მანამდე, სანამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ იმყოფება და ამიტომ, მეტი გაერთიანება უფრო გარანტირებულ შანსს იძლევა იმისა, რომ „ქართული ოცნება“, ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ.

„ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. ეს შეიძლება იყოს ბოლო არჩევნები საქართველოს ისტორიაში, იმიტომ, რომ დღეის მდგომარეობით, შეჩერებულია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. სწორედ ამიტომ, ჩამოვაყალიბეთ ჩვენ „ერთიანობა“, როგორც გაერთიანება და ვფიქრობთ, რომ მეტი კონსოლიდაცია და მეტი გაერთიანება უფრო გარანტირებულ შანსს გვაძლევს იმის, რომ „ქართული ოცნება“, ძალა, რომელმაც შეწყვიტა ურთიერთობები და ევროინტეგრაციის პროცესი, ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას. დღეს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია მანამდე, სანამ „ქართული ოცნება“ იმყოფება ხელისუფლებაში. ამიტომ ჩვენ გავერთიანდით, ამიტომ ყველას გაერთიანებისკენ მოვუწოდებთ და ერთიანობამ უნდა გაიმარჯვოს. მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთად დგომა და რაც შეიძლება მეტი კონსოლიდაცია. აქედან გამომდინარე, თქვენ ჩვენთან კიდევ ბევრ საინტერესო ადამიანს ნახავთ და ჩვენ, ერთიანობის ბლოკი, რომლის სიმბოლო არის ხელის ჩამორთმევა, გვინდა, რომ ყველას ჩამოვართვათ ხელი,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა