ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

გურამ მაჭარაშვილი - ტრამპი ემხრობა, რომ კაცი კაცად და ქალი ქალად დარჩეს

ნახვები: 587 გურამ მაჭარაშვილი - ტრამპი ემხრობა, რომ კაცი კაცად და ქალი ქალად დარჩეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და დღევანდელი პრეზიდენტობის კანდიდატი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი აღმოჩნდა - ეს უკვე ფარდის ჩამოხსნაა, რომ ის უცხოური ძალა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც კი მას ეწინააღმდეგება და არენაზე უკვე მკვლელობების მცდელობებით გამოჩნდა, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან დონალდ ტრამპზე სროლის ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპი ემხრობა, რომ კაცი კაცად და ქალი ქალად უნდა დარჩეს, ასევე ემხრობა მშვიდობას და ახლა რეალურად, მშვიდობას და ოჯახურ ტრადიციებს ესროლეს.

“სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს მკვლელობის მცდელობის შემდეგ, ევროპის საზოგადოების უმრავლესობამ უარი უთხრა თანამედროვე ლიბერალური ფაშიზმის მიმდინარეობას და თან ძალიან სასტიკად დაამარცხა. როგორც ჩანს, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები ამაზე ძალიან გაღიზიანდნენ და უკვე რადიკალურ ქმედებებზე გადავიდნენ. სამწუხაროდ, მივიღეთ ის, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და დღევანდელი პრეზიდენტობის კანდიდატი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი აღმოჩნდა - ეს უკვე ფარდის ჩამოხსნაა, რომ ის უცხოური ძალა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც კი მას ეწინააღმდეგება და არენაზე უკვე მკვლელობების მცდელობებით გამოჩნდა. კარგად ვიცით ტრამპის პოლიტიკა, რომელიც ემხრობა, რომ კაცი კაცად და ქალი ქალად უნდა დარჩეს, ემხრობა მშვიდობას და ამბობს, რომ ხელს შეუწყობს უკრაინაში მშვიდობის დამყარებას. რეალურად, ესროლეს მშვიდობას, ოჯახურ ტრადიციებს და ამას ვინ გააკეთებს? რა თქმა უნდა, ის გლობალური ომის პარტიები გააკეთებენ, რომელთაც სურთ, რომ უკრაინაში ომი არ დამთავრდეს, საქართველოში დაიწყოს ომი და ა.შ”, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

გარდა ამისა, მან ისაუბრა მეთიუ მილერის განცხადებაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სპეკულაციებისგან თავი შეეკავებინა.

მაჭარაშვილის თქმით, ამერიკელი ხალხი როგორმე თავად მილერის გარეშე გადაწყვეტს როგორი არჩევანი გააკეთოს.

“რაც შეეხება მილერის განცხადებას, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამთ, რომ როგორმე თავად ამერიკელი ხალხი, მილერის გარეშე გადაწყვეტს როგორი არჩევანი გააკეთოს. მე მახსოვს, რომ ეს ის ამერიკაა, რომლის დამფუძნებელი მამებიც ამბობდნენ, რომ ამერიკის ბედს ამერიკელი ხალხი წყვეტს და არა პოლიტიკოსები. შესაბამისად, ყველამ თავის პოლიტიკურ პროცესს მიხედოს. ჩვენ დაგვანებონ ჩვენი ქვეყანა და მივხედავთ მას. ჩვენ ქვეყანაში რომ უხეშად ერევიან, ვინ ეკითხება ამერიკის რომელიმე წარმომადგენელს, მაგალითად საქართველოში ხალხი რა ტრადიციულ მიმდინარეობას აირჩევს. ასე რომ, არჩევანი გაკეთებულია მშვიდობასა და ომს შორის”, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა