ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

თინა ბოკუჩავა - „ქართული ოცნება“ ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ევროატლანტიკურ მომავალს

ნახვები: 584 თინა ბოკუჩავა - „ქართული ოცნება“ ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ევროატლანტიკურ მომავალს

მაშინ, როდესაც წარსულში ფინანსური დახმარება საქართველოსთვის ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მუდმივად იზრდებოდა, რათა დაჩქარებულიყო ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ახლა ვხედავთ, რომ ხდება ამ დახმარების გაყინვა ან შეკვეცა, იმიტომ, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ევროატლანტიკურ მომავალს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილებისთანავე არა მხოლოდ აღადგენენ დაფინანსებას ჩვენი პარტნიორების მხრიდან, არამედ გახსნიან მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

„ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი ხელისუფლების ცვლილება 26 ოქტომბრის არჩევნებზე და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ხელისუფლების ცვლილებისთანავე არა მხოლოდ აღვადგენთ ამ დაფინანსებას ჩვენი პარტნიორების მხრიდან, არამედ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვება უამრავი დამატებითი ფინანსური წყაროების გაჩენა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისთვის და ჩვენი ევროპული მომავლისთვის“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მან ასევე ისაუბრა ოპოზიციის ერთიანობაზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ეძებონ არა განსხვავებები, არამედ შეხების წერტილები.

„მაშინ, როდესაც პოლიტიკური პარტიები ვერ ახერხებენ გაერთიანებას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ვეძებოთ არა განსხვავებები, არამედ შეხების წერტილები, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენას. ამიტომ გავერთიანდით პოლიტიკოსებთან, საზოგადოებაში აქტიურ პირებთან, ახალგაზრდებთან და კიდევ ბევრ ადამიანთან გავერთიანდებით, რათა სწორედ ერთიანობით მოვიტანოთ ცვლილებები, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება.

წითელი ხაზი არის ივანიშვილის რუსული ხელისუფლება, რომელიც ერთიანი ძალისხმევით უნდა დავამარცხოთ. რაც შეეხება პროგნოზებს, ივანიშვილის პარტიის წევრების მხრიდან კონსტიტუციურ უმრავლესობასთან დაკავშირებით, სრულიად მოწყვეტილია იმ რეალობას, სადაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ქვეყანაში ცვლილებები, ევროკავშირი, დემოკრატიული საზოგადოება და ყველაფერი ის, რასაც ივანიშვილი კლავს. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, სწორედ ერთიანი ძალისხმევით გავიტანოთ ცვლილებები, რომელიც საზოგადოებას სჭირდება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა