ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქომაგებისთვის სუბსიდირებული 4 ჩარტერული რეისი განხორციელდება

ნახვები: 584 საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქომაგებისთვის სუბსიდირებული 4 ჩარტერული რეისი განხორციელდება
საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქომაგებისთვის სუბსიდირებული 4 ჩარტერული რეისი განხორციელდება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქომაგებისთვის სუბსიდირებული 4 ჩარტერული რეისი განხორციელდება.

მათივე ინფორმაციით, გასამგზავრებელი ბილეთების შეძენა ქომაგებს tkt.ge-ზე 28 ივნისის 13:00 საათიდან შეეძლებათ.

„EURO 2024 ზე, საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ, მერვედფინალურ მატჩზე გასამგზავრებელი ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ეროვნული ნაკრების ქომაგებს ბილეთების შეძენა tkt.ge-ს პლატფორმაზე უკვე 13:00 საათიდან შეუძლიათ. 1 გზის ღირებულება, წინა სუბსიდირებული რეისების მსგავსად, 195 ევრო ღირს. ბილეთების გაყიდვის მონიტორინგს ასევე, მგზავრების რეგისტრაციის პროცესს სრულად აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურის დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ფრენებს ქართული ავიაკომპანიები: „ჯორჯიან ვინგსი“ და „ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებენ.

„პირველ რიგში, ჩვენს ნაკრებს EURO 2024-ზე ისტორიულ გამარჯვებას და მერვედფინალში გასვლას ვულოცავ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ისტორიის წერა, ახლა უკვე ესპანეთის ნაკრებთან. ამისათვის კი საჭიროა კიოლნის სტადიონზე, რაც შეიძლება მეტი ქართველი ქომაგი მობილიზებული იყოს. საქართველოს მთავრობის დავალებით, აეროპორტების გაერთიანებამ დაუყოვნებლივ დაიწყო მუშაობა დამატებითი ჩარტერული დანიშვნაზე, როგორც კი ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფურ თამაშში პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა „ფლეი ოფის“ ისტორიული საგზური მოიპოვა. ავიაკომპანიებთან და პარტნიორ აეროპორტთან მოლაპარაკებების შედეგად, ჯამში კიოლნის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და პირიქით, 29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში 4 სუბსიდირებული ჩარტერული ფრენა შესრულდება. გასამგზავრებელი ბილეთების შეძენა ქომაგებს tkt.ge-ზე 28 ივნისის 13:00 საათიდან შეეძლებათ“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

„საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად მორგებული სუბსიდირებული ჩარტერული ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება: 29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 12:00; 29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 19:00 საათზე; 30 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 04:30 საათზე; 2 ივლისი კიოლნი-თბილისი, გამოფრენა 15:00 საათზე.

გამფრენი მგზავრები რეგისტრაციაზე, შესაბამის აეროპორტებში, 3 საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ. საქართველოს მოქალაქეებმა თბილისიდან კიოლნში გამგზავრებისას სამგზავრო დოკუმენტებთან ერთად, თან უნდა იქონიონ საქართველოს ნაკრების ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთები. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გერმანიაში საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ქომაგებისთვის ჯამში 40-მდე ჩარტერული რეისი დააორგანიზა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა