საია - საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს
დონალდ ტრამპი - ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ირანთან დაკავშირებით
ცალკეულ სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე

ლადო აფხაზავაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

06.05.2024 ნახვები: 545

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ, ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შეგახსენებთ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ, ლადო აფხაზავას თავს დაესხნენ. მისი განცხადებით, შემთხვევა ლანჩხუთში, მის საცხოვრებელთან მოხდა. ამასთან, აღნიშნა, რომ თავდამსხმელებს ჰქონდათ ჯოხები. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა "მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ" "ფეისბუქზე" და განაცხადა, რომ განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე.

„ველით, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად განხორციელდება”, - ნათქვამია „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ განცხადებაში.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა