უნგრეთი: ოპოზიციამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, ორბანმა მარცხი აღიარა
Partisans sabotage key transit hub for Russian military cargo to Zaporizhzhia front
Eastern-rite Christians celebrate Easter
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,070 over past day
US and Iran fail to reach agreement to end war – JD Vance
Ukrainian air defense downs rare Russian drones Knyaz Veshchiy Oleg and Izdeliye-54
Ukraine’s USFs eliminate over 82,000 Russian troops in 10 months
Electricity imports: PM Svyrydenko holds meeting with Ukrenergo leadership

„ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერის ისტორიული მინიმუმი აქვს და პანიკაშია - ბექა ლილუაშვილი

11.04.2024 ნახვები: 542

კვლევის გამოქვეყნების შემდეგ ვიცინით და ვხალისობთ - „გორბის“ მათთვის საოცნებო რეიტინგები საპირისპირო რეალობას ასახავს, სინამდვილეში „ქართულ ოცნებას“ თავისი მხარდაჭერის ისტორიული მინიმუმი აქვს და პანიკაშია, - ამის შესახებ პარტიის - „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს „გორბის“ კვლევის შედეგებზე განუცხადა, რის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ 60.4%-იანი მხარდაჭერა აქვს.

ლილუაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ცეცხლი უკიდია და ამ ხანძრის, ისტერიული შიშის პირობებში, აბსოლუტურად ყველაფრის საარჩევნო კონტექსტში გამოყენებას ცდილობენ“.

„გამარჯვებულ ხალხს, ნაცვლად იმისა, რომ გამარჯვებით ტკბობის საშუალება მისცენ, ერთმანეთთან აპირისპირებენ - ეს ჰგავს ამ მხარდაჭერის მქონე სახელისუფლებო პარტიის ქმედებას? პირიქით - „გორბის“ მათთვის საოცნებო რეიტინგები საპირისპირო რეალობას ასახავს, სინამდვილეში „ქართულ ოცნებას“ თავისი მხარდაჭერის ისტორიული მინიმუმი აქვს და პანიკაშია. სწორედ ამიტომ დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების დაყოფას და საარჩევნო კონტექსტს ემსახურება და არაფერი აქვს საერთო არც ქვეყნის განვითარებასთან და არც ქვეყნის სხვა მნიშვნელოვან წარმატებასთან“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

რაც შეეხება თავისი პარტიის რეიტინგს, ლილუაშვილი ამბობს, რომ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მხარდაჭერა მზარდია.

„ჩვენ გვაქვს იმდენი მხარდაჭერა, ორნიშნა (თან ეს მხარდაჭერა მზარდია), რომელიც აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ და მისი ბიზნეს პარტნიორი „ნაციონალური მოძრაობა“ მომდევნო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებაში შეთანხმებულად, კოალიციურად არ მოქმედებდნენ“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 60.4%-ს მიიღებდა; “ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი“ - 12.6%; “ლელო“ - 4.7%; „ევროპული საქართველო“ - 4.5%; “საქართველოსთვის“ - 3.7%; „გირჩი მეტი თავისუფლება-დროა“ - 3%; „ახალი“ - 1.6%; „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ - 1,4%; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 0.9; „მოქალაქეები“ - 0.6%; „ლეიბორისტული პარტია“ - 0.6%; სხვა და არა-ალოცირებული“ - 6%.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა