ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

თამარ კორძაია - „ევრონესტის“ რეზოლუციასთან დაკავშირებული საკითხის მიზანი ოპოზიციის წინააღმდეგ უხერხული კამპანიის დაწყება იყო

ნახვები: 585 თამარ კორძაია - „ევრონესტის“ რეზოლუციასთან დაკავშირებული საკითხის მიზანი ოპოზიციის წინააღმდეგ უხერხული კამპანიის დაწყება იყო

არ შეიძლება, რომ დელეგაცია, რომელსაც სურს, შედეგზე გავიდეს, არ თანამშრომლობდეს ოპოზიციასთან და მხოლოდ გზად აჩვენებდეს რეზოლუციის ტექსტს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამის მიზანი იყო, საქართველოში უხერხული კამპანია დაეწყოთ ოპოზიციის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

კორძაიას  კითხვა დაუსვეს რეზოლუციის პროექტზე, რომლის „ევრონესტის“ ასამბლეაზე ინიცირება ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო ვერტ მოხერხდა.

„მთელი კამპანია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოაწყო, მიზნად ისახავდა ისეთი პრობლემების გადაფარვას, რაც იქნა გაჟღერებული „ევრონესტში“ ეკონომიკის კომიტეტზე. მაგალითად, საერთაშორისო ტრიბუნიდან გაისმა, რომ საქართველო და სომხეთი გამოიყენება რუსეთში სანქცირებული პროდუქციის და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის გადასაცემად. სამწუხაროდ, ამ საკითხთან დაკავშირებით აქ არავინ ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ ევროპაში არ არიან სირაქლემას პოზიციაში და სიმართლეს უსწორებენ თვალს. ამიტომ მგონია, ამ პრობლემებეზე საუბარი უფრო რელევანტურია. არ შეიძლება, რომ დელეგაცია, ხელმძღვანელი, რომელსაც სურს, შედეგზე გავიდეს, არ თანამშრომლობდეს საკუთარი პარლამენტის წევრებთან, ოპოზიციასთან და მხოლოდ გზად აჩვენებდეს რეზოლუციის ტექსტს, არ გავდიოდეთ მის შინაარსს და არ გვთავაზობდეს ჩვენი წინადადებების გათვალისწინებას. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, საქართველოში უხერხული კამპანია დაეწყოთ ოპოზიციის წინააღმდეგ. არ იყო შედეგზე ორიენტირებული.

რაც შეეხება თავად რეზოლუციას, ის შეეხებოდა სამ ქვეყანას – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას. ვთქვათ, ჩვენ ვართ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ გვინდა, რომ საქართველო იყოს სათანადოდ წარმოჩენილი, მაშინ რას აკეთებენ გულანთებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რათა 110-დან ათი ხელმოწერა შეაგროვონ. ათიც არ სჭირდებოდათ, ოთხნი თვითონ იყვნენ და ექვსი სჭირდებოდათ დამატებით. ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ უკრაინელებს ეხებოდათ ეს ყველაფერი და უკრაინელებთან საერთოდ კომუნიკაცია არ ჰქონიათ, რომ ხელმოწერა ჰქონოდათ. ამიტომ შთაბეჭდილება რჩება, რომ საქართველოსთვის გამიზნული კამპანიის ნაწილი იყო და არა რეალურად, შედეგის მისაღწევად გაკეთებული რეზოლუცია.

კითხვაზე, რა შეფასებას გააკეთებდა  „ქართულ ოცნების“ განცხადებებზე, რომ უკრაინელებთან რეზოლუციის საკითხზე კომუნიკაცია ჰქონდათ, კორძაიამ აღნიშნა:

„ტყუილია, ამასთან დაკავშირებით უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება, რომ მათთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ“, – განაცხადა კორძაიამ.

„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხერხდა ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო. ოპოზიციიდან დელეგაციაში შედიოდნენ: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა