ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

ვილი სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა - ჯაბა კანკავა ნაკრებში დაბრუნდა

ნახვები: 593 ვილი სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა - ჯაბა კანკავა ნაკრებში დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მარტში ლუქსემბურგთან გასამართი ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.

სიახლეა ის, რომ ფრანგმა სპეციალისტმა გუნდში დააბრუნა ჯაბა კანკავა, საბა საზონოვი, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, გიორგი წიტაიაშილი, ასევე შემადგენლობაში არიან გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქოჩორაშვილი.

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი),ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია)

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლუქსემბურგთან გასამართი ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩისთვის მზადებას 18 მარტს დაიწყებს.

საქართველო-ლუქსემბურგის შეხვედრა 21 მარტს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა