ბენიამინ ნეთანიაჰუ - სანამ მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება
ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე
საქართველოში ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი
გოჩა მირცხულავა - ავტორიტარიზმის პირველი მსხვერპლი თავისუფლება კი არ არის - პირველი მსხვერპლი ემპათიაა
დონალდ ტრამპი - ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მივაღწიეთ - შესაძლოა, ხელი ევროპაში მოეწეროს
ირანის საგარეო უწყება - ირანს აშშ-სთან შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია
საგარეო უწყება - საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად - მიუღებელია საკითხით პოლიტიკური მანიპულირება
ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარი თქვა

რომან გოცირიძე - დეპუტატმა სოსიაშვილმა „ნაცმოძრაობას“ უწოდა განათლების დამღუპველი, აღმოჩნდა, რომ „ნაცმოძრაობის“ დროს ყოფილა თანამდებობაზე, ლექსიც მიუძღვნია სააკაშვილისთვის

06.03.2024 ნახვები: 567

გიორგი სოსიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დანიშნული ყოფილა გორში 2006 წლიდან განათლების განყოფილების უფროსად, ლექსიც მიუძღვნა პირადად მიხეილ სააკაშვილს, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, სოსიაშვილი კანონის განხილვის დროს თავს დაესხა ოპოზიციას.

„მეცნიერების კანონის განხილვისას, რომელიც ამავე დროს მეცნიერთა აკადემიის განხილვას ეხებოდა, გიორგი სოსიაშვილი, რომელიც ახლად შემოსული დეპუტატია გორიდან, თავს დაესხა მთელ ოპოზიციას. „ნაციონალურ მოძრაობას“ განათლების დამღუპველი და მეტასტაზების გამავრცელებელი უწოდა, მეც უხეშად შემეხო. მერე აღმოჩნდა თურმე, რომ ეს კაცი „ნაციონალური მოძრაობის“ დანიშნული ყოფილა გორში 2006 წლიდან განათლების განყოფილების უფროსად, რესურს ცენტრის უფროსად. მისი დანიშვნის ფოტო არის აგერ, მიხეილ სააკაშვილის გვერდით დგას და ხელში დიდი გასაღები უჭირავს, რომ განათლების კარები და ახალგაზრდების გულები გააღოს. ამავე დროს, იმ დღეს მან ლექსი მიუძღვნა, რომელიც თავისუფლად იძებნება „ფეისბუქზე“, ლექსი პირადად მიხეილ სააკაშვილს მიუძღვნა. წაგიკითხავთ ერთ პატარა ციტატას: „გორში ჩამობრძანებულ მიხეილ სააკაშვილს ღიმილით გაფენილი სახეებით და გულმხურვალედ ეგებებოდნენ. ეს არ იყო შეკვეთილი ღიმილ-სალამი, ეს ალალი ღიმილი იყო“ და ასე შემდეგ. მარტო „ფეისბუქში“ კი არ ყოფილა, წიგნიც გამოუცია. „ლანდები მზისფერი წარსულიდან“, ავტორი გიორგი სოსიაშვილი, ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატი. გადავდივართ ამ წიგნში უკვე ვრცლად, ციტატები, ბიოგრაფია და მისი ლექსი სააკაშვილისადმი, რომელსაც ეტყობა ნობელის პრემიაზე წარადგენდნენ, მაგრამ უცებ „ოცნებაში“ აღმოჩნდა და როგორ აღმოჩნდა, ეს ღმერთმა იცის. ქამელეონების ისტორია – შეიძლება, ასე დავახასიათოთ ეს მოვლენა. სხვათა შორის, პირველად როდესაც გამოვიდა ტრიბუნაზე, ხატია დეკანოიძეს დაესხა თავს. თქვენ ის ხატია დეკანოიძე არ ხართ, განათლების მინისტრი რომ იყავით „ნაცების“ დროსო? და ზუსტად იმ დროს თურმე ეს განათლების რესურსცენტრის უფროსი ყოფილა გორში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა