ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

„ჯიკავ-ჯიკავით“ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ვერ გავხდებით -პ გიორგი ვაშაძე

ნახვები: 590 „ჯიკავ-ჯიკავით“ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ვერ გავხდებით -პ გიორგი ვაშაძე

თავის გაფუჭებულს მიხედონ, რომელზეც მათმა მბრძანებელმა საჯაროდ მოუწოდა, აბა, ჯიბეები გადმოატრიალეთ და ვინ რამდენი მოიპარეთ, უნდა დაგითვალოთო, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც პარტიების უცხოურ დაფინანსებაზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, როცა „ინოვაციების და განვითარების ფონდზეა“ საუბარი, კარგად უნდა ნახონ, რა პროექტებს ახორციელებს ეს ფონდი.

„ინოვაციების და განვითარების ფონდი“ მოღვაწეობს მთელ მსოფლიოში საქართველოს გარდა. აქვს უამრავი პროექტი, რომელიც ჩემს მიერ არის თავის დროზე დაფუძნებული, ეს ეხება რეფორმებს, საინვესტიციო გარემოს, უკრაინაში რომ ჩახვალთ და თავისუფალი სასამართლო დაგხვდებათ, „ინოვაციების და განვითარების ფონდის“ გაკეთებულია, იუსტიციის სახლიც უკრაინაში“, - განაცხადა ვაშაძემ.

გარდა ამისა, ვაშაძე სასამართლო სისტემაზე შალვა პაპუაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოდელი, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს, არანაირ რისკებს არ შეიცავს.

„სასამართლო უნდა იყოს სამართლიანი და მურუსიძე-ჩინჩალაძე არ მართავდეს. ამას გვეუბნება ევროკავშირიც. კლანის წევრები არ უნდა მართავდნენ სასამართლოს და მართლმსაჯულება ივანიშვილის გავლენისგან უნდა იყოს თავისუფალი, რომ ყველას უფლებები იყოს დაცული. ევროპული და ამერიკული ინვესტიციები რომ გვინდა, ამისთვის გვჭირდება სამართლიანი მართლმსაჯულება, რომელიც მათ ინტერესებს დაიცავს. თორემ სხვანაირად სამუშაო ადგილებს ვერ შევქმნით. ეს არის მოდელი, რომელიც შექმნილია უკრაინაში თავის დროზე, შემდეგ გავრცელდა სხვა ქვეყნებში, ალბანეთში, მათ შორის, ერთ-ერთი კანონის თანაავტორი მეც ვარ, სხვა ქვეყნებში. რისკი რომ ჰქონდეს, ჩვენ ევროკავშირი ამას არ გვირჩევდა.

ბრიუსელში მთავარი გზავნილი იყო, რომ ერთხელ ქართველი ხალხის გამო დაუშვეს გამონაკლისი, შეუსრულებელი პირობების მიუხედავად სტატუსი მოგვცეს, მეორედ ეს არ განმეორდება. ამიტომ კონკრეტული ამოცანა გვაქვს, ვცვლით ხელისუფლებას, ვახორციელებთ რეფორმებს და ვხდებით დაჩქარებულად ევროკავშირის წევრი. "ჯიკავ-ჯიკავით" და წვალებ-წვალებით სადამდეც გასულ წელს მოვედით, ამით სრულფასოვანი წევრი ვერ გავხდებით,“- განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა