ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

ირაკლი კობახიძე - უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან მყარი პოზიცია გვაქვს - პოლიტიკურად მყარად ვუჭერთ მხარს

ნახვები: 590 ირაკლი კობახიძე - უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან მყარი პოზიცია გვაქვს - პოლიტიკურად მყარად ვუჭერთ მხარს

უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან მყარი პოზიცია გვაქვს - პოლიტიკურად მყარად ვუჭერთ მხარს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინელი ჟურნალისტის „მეორე ფრონტთან” დაკავშირებით კითხვაზე პასუხად განაცხადა.

„სამწუხაროდ, მეორე ფრონტთან დაკავშირებით რამდენიმე განცხადება იყო, რომლებიც უკრაინის მთავრობამ და ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს. ესენი უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე და პრეზიდენტის მრჩევლები იყვნენ, რაც საკმაოდ სამწუხაროა. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან მყარი პოზიცია გვაქვს - პოლიტიკურად მყარად ვუჭერთ მხარს უკრაინას. ჰუმანიტარულ დახმარებას ვაწვდიდით. უკრაინელ ხალხთან ძალიან განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ეს ქართველი ხალხის გრძნობაა უკრაინელი ხალხისადმი და როდესაც საქმე უკრაინის დახმარება იქნება, მაგის ნაწილი ვიქნებით. სანქციებთან დაკავშირებით ჩვენს პოლიტიკასთან დაკავშირებით ძალიან ნათელი პოზიცია გვაქვს. სანქციებს არ ვიღებთ და ამაზე ძლიერი არგუმენტები გვაქვს. ამავდროულად, საქართველო სანქციებისთვის გვერდის ასავლელად არ გამოიყენება. ასე რომ, ეს ძალიან ძლიერი პოლიტიკაა, რომელსაც მივყვებით და გავაგრძელებთ ამ გზას. ასე რომ, კიდევ ერთხელ, ჩვენი პოზიციები ძალიან მყარია და უკრაინის მიმართ ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა ძალიან ძლიერია იმ განსაკუთრებული მეგობრობის გამო, რომელიც ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის არსებობს”, - განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა