ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

ჯო ბაიდენი ვეტოს დაადებს ისრაელის მხარდაჭერის შესახებ კანონპროექტს, რომელიც უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებს

ნახვები: 589 ჯო ბაიდენი ვეტოს დაადებს ისრაელის მხარდაჭერის შესახებ კანონპროექტს, რომელიც უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს კანონპროექტს, რომელსაც მხარს უჭერენ „რესპუბლიკელები“ და რომელიც მხოლოდ ისრაელის დახმარებას ითვალიწინებს.

„ადმინისტრაცია კატეგორიულად მოუწოდებს კონგრესის ორივე პალატას, უარი თქვან ამ პოლიტიკურ ხრიკზე და ამის ნაცვლად, სასწრაფოდ გაგზავნონ ორპარტიული „საგანგებო ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი ასიგნებების აქტი“ პრეზიდენტის მაგიდასთან. ადმინისტრაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ ხრიკს, რომელიც არაფერს აკეთებს საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არაფერს აკათებს იმისთვის, რომ დაეხმაროს უკრაინელ ხალხს პუტინის აგრესიისგან თავის დაცვაში“, - ნათქვამია თეთრი სახლის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის განცხადებაში.

აღნიშნულ კომენტარს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს მუქარა ღალატია“. „ისრაელისა და ჩვენი სამხედრო ძალების დახმარებაზე ვეტოს დადების მუქარით, ნიშნავს პრეზიდენტის მიერ ჩვენი მოკავშირის ყველაზე საჭირო დროს მიტოვებას“, - აღნიშნა ჯონსონმა.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია რამდენიმე თვეა მუშაობს სენატის „დემოკრატ“ და „რესპუბლიკელ“ წევრებთან ერთად კანონმდებლობაზე, რომელიც კვირას გასაჯაროვდა და რომელიც საიმიგრაციო პოლიტიკის გადახედვას და საზღვრის უსაფრთხოებისთვის ახალი დაფინანსების გამოყოფას, ასევე უკრაინის, ისრაელისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში პარტნიორი ქვეყნების დაფინანსებას ითვალისწინებს. კერძოდ, 118 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის პაკეტიდან უკრაინის დახმარებისთვის 60.1 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული და ისრაელის მხარდასაჭერად - 14 მილიარდ დოლარზე მეტი. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ჰუმანიტარული დახმარების დაფინანსებას წითელ ზღვასა და ტაივანში ოპერაციებისთვის. ამასთან, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა შაბათს განაცხადა, რომ მომავალ კვირას კენჭს უყრიან კანონპროექტს, რომელიც დააჩქარებს ისრაელისთვის 17.6 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების გამოყოფას, სხვა პირობების გარეშე, მათ შორის უკრაინის დახმარების გარეშე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა