War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky
Politico: ნატო-ში შიშობენ, რომ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის შემთხვევაში ტრამპმა შესაძლოა, ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანა დააჩქაროს
ტრამპი: თუ დემოკრატები კონგრესში უმრავლესობას მოიპოვებენ, შესაძლოა, „მისტერ ვეტო“ გავხდე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, სიტყვით სარგებლობის უფლება ენიჭება

ნახვები: 491 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, სიტყვით სარგებლობის უფლება ენიჭება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, სიტყვით სარგებლობის უფლება ენიჭება.

ამას რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატებმა მოამზადეს და პარლამენტს განსახილველად 9 ოქტომბერს წარედგინება.

პარლამენტის მოქმედი რეგლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წარდგენისა და სიტყვით გამოსვლის ასეთ პროცედურას ადგენს: -პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით მხოლოდ ფრაქციათა თავმჯდომარეები გამოდიან.

დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, ფრაქციათა თავმჯდომარეების გამოსვლის დასრულების შემდეგ, ტრიბუნას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დაიკავებს. პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს ისმენს.

რეგლამენტში ასევე კეთდება ჩანაწერი, რომლის მიხედვით, თარიღის ცვლილება შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილება რამდენიმე თვის წინაც განხორციელდა, რომლის მიხედვით, უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფილია იმავე შრომის ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით (სამუშაო ფართობი, სამდივნო, სამსახურებრივი ავტომობილი, კავშირგაბმულობის საშუალებები და სხვა ტექნიკური საშუალებები), რომლებითაც მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სარგებლობს.

რეგლამენტის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საპარლამენტო თანამდებობა არ არის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა