უკრაინული დრონების შეტევის შედეგად რუსეთის პრიმორსკის პორტში ნავთობსადენი დაზიანდა, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში კი ნავთობის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა
ოპოზიციის ალიანსი - აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენ პრიორიტეტი არ ვართ
დონალდ ტრამპი: ეკიპაჟის წევრი, რომელსაც ვეძებდით, ვიპოვეთ და უსაფრთხოდაა
შსს: აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა ქვეყნიდან, დაუწესდა აქ შემოსვლის 3-წლიანი აკრძალვა
წმინდა სინოდის 3 აპრილის სხდომის ოქმი
მეუფე ზენონი - შეიქმნა საარჩევნო კომისია, რაც შეეხება განათლების და ასაკის საკითხს, ამის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მომავალ სხდომაზე
სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება

ეს არის თავისუფალი სიტყვის შელახვა, სადღაც ადრეულ კომუნიზმში ვბრუნდებით აზროვნებით - ძალიან სირცხვილია! - ჩარკვიანი

05.10.2023 ნახვები: 553

ეს არის თავისუფალი სიტყვის შელახვა. კომუნიზმის პერიოდში, სადღაც ადრეულ კომუნიზმში ვბრუნდებით აზროვნებით. ძალიან სირცხვილია! წყნარად, მშვიდად, გაიწვიეთ ეს სისულელე, უბედურებაა ეს, არაა კარგი, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა მმართველ გუნდს პლენარულ სხდომაზე, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის ეს არის აბსოლუტურად „აუტკივებელი თავის ატკივება“.

„რაში გჭირდებათ? ეს ამბავი ხომ ვერ გამოვა?! მესმის თალაკვაძეს არ უნდა, რომ ახსოვდეს ან ვერ უნდა, გუშინ სანდრას ინტერვიუს გადავხედე და 2013 წელს მთლად „ნაციონალი“ ყოფილა ეს კაცი, ეს მე არ ვიცოდი. არ ემახსოვრება, რა თქმა უნდა, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს, გუშინ გითხარით ეს ამბავი, ჩვენ, ოპოზიციას 3-4 თვის განმავლობაში კარვები გვედგა. ვის რა არაცნობიერი აქვს ხომ იცით, ჩემი არაცნობიერია „კარავში სიცივეა და ლეიბია საჭირო“ და აი, თალაკვაძის არაცნობიერი ეტყობა სხვა არის, მის პოეზიას გადავხედე და მივხვდი, რომ ცოტა ეროტიკული არაცნობიერი აქვს. ვერ ემახსოვრება მას, არ უნდა რომ ახსოვდეს, 4 თვის განმავლობაში დადგმული კარვები. დავუშვათ ოპოზიციამ დადგა კარავი და რა ხდება? რა შიშებია? ოკუპირებული ქვეყანა ვართ. რუსი რომ შემოვა, არ მგონია ერთად არ დავდგეთ. რუსების მხარეს ხომ არ დადგებით? 8 აგვისტოს რუსი რომ შემოვიდა, მთელი ოჯახით ჯაჭვში ვიდექით. მამაჩემი ჯოხით, გაქანებულ ოპოზიციაში ვიყავით, მაგრამ ჯაჭვში ვიდექით. 21-ე საუკუნეა, ამ ტიპის კანონის მიღება უხერხულია. როგორ მოგდით ეგეთი რაღაც თავში?! ეს არის თავისუფალი სიტყვის შელახვა. კომუნიზმის პერიოდში, სადღაც ადრეულ კომუნიზმში ვბრუნდებით აზროვნებით. ძალიან სირცხვილია! წყნარად, მშვიდად, გაიწვიეთ ეს სისულელე, უბედურებაა ეს, არაა კარგი“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა