ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

რომან გოცირიძე უმრავლესობას - თქვენ მართლა რევოლუციას თუ ელით, გგონიათ, კარავია თქვენი დამხობის განმსაზღვრელი?

ნახვები: 591 რომან გოცირიძე უმრავლესობას - თქვენ მართლა რევოლუციას თუ ელით, გგონიათ, კარავია თქვენი დამხობის განმსაზღვრელი?

თქვენ მართლა რევოლუციას თუ ელით, გგონიათ, რომ კარავი არის თქვენი დამხობის განმსაზღვრელი?,- ასე მიმართა „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ მმართველი გუნდის წევრებს ბიუროს სხდომაზე, სადაც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედების ინიციატივასთან დაკავშირებული კანონპროექტი დაიინიცირდა.

გოცირიძემ მოუწოდა მმართველი გუნდის წევრებს, კანონპროექტი 12 დეკემბრის შემდეგ განიხილონ.

„გინდათ, ეს კანონი? - განვიხილოთ ეს კანონი 12 დეკემბრის შემდეგ. 12 დეკემბრამდე წყდება საქართველოს ისტორიული ბედი. ოქტომბერში იქნება განხილვა, პირველი შეფასება და შემდეგ უკვე მიღებული იქნება გადაწყვეტილება. აქ წერია, რომ თუ კარავს დადგამ, ჯარიმდები 5 ათას ლარამდე, ან გაპატიმრებენ 15 დღით. თქვენ მართლა რევოლუციას თუ ელით, გგონიათ, რომ კარავი არის თქვენი დამხობის განმსაზღვრელი?, - განაცხადა გოცირიძემ.

აღნიშნული განცხადების საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რომან გოცირიძემ შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„ჩვენ ისიც არ გვეგონა, კონტეინერები გამოიყენება რევოლუციებისთვის, მაგრამ, ფაქტის წინაშე დავდექით, რომ კონტეინერებით აწყობდნენ რევოლუციას“.

ამასთან, გოცირიძემ მმართველ გუნდს შეახსენა, რომ რკინის საკნები რუსთაველის გამზირზე 3 თვე იდგა.

„თქვენ თუ კარვების გეშინიათ, თქვენი სიმბოლოა, თქვენ ხელისუფლებაში რით მოხვედით? რკინის საკნები რუსთაველის გამზირზე 3 თვე იდგა, რკინის საკნებსაც ეხება, თუ ნაჭრის კარვებს?, -აღნიშნა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით განსახილველად მზად არის „შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა