ესტონეთის თავდაცვის მინისტრი - ნატო არ დაიშლება
2010 წლის 1-ელ სექტემბრამდე გაცემული 4-წლიანი უმაღლესი განათლების დიპლომი შესაძლოა, მაგისტრის ხარისხთან გათანაბრდეს
ემანუელ მაკრონი - „ჰეზბოლამ“ უარი უნდა თქვას თავის იარაღზე, ისრაელმა პატივი უნდა სცეს ლიბანის სუვერენიტეტს და ომი შეწყვიტოს
დონალდ ტრამპი - ირანთან ბევრი შეთანხმება გვაქვს და ვფიქრობ, რომ რაღაც მოხდება, ძალიან პოზიტიური, ძალიან მნიშვნელოვანი
ანდრიუს კუბილიუსი - ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხიდან პირველი ტრანში უკრაინული წარმოების დრონებზე დაიხარჯება
თვითმმართველ ქალაქებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება ენიჭებათ
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
მიხეილ სააკაშვილი - გიორგი ქუფარაშვილი, უკრაინის ყველაზე სახელოვანი მე-3 არმიის კორპუსის, „აზოვის“ მექანიზებული პოლკის მეთაურად დაინიშნა

მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს

28.08.2023 ნახვები: 541

28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულება.

სიონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს. საზეიმო წირვა სიონის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ქრისტიანულ სამყაროში, ყოვლადწმინდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. საეკლესიო სწავლებით, იესო ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ ღვთისმშობელი ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. ერთხელ, მაცხოვრის აკლდამაში ლოცვის დროს მარიამს გაბრიელ მთავარანგელოზი ხელში ზეთისხილის რტოთი გამოეცხადა და ახარა, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა.

გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა. მესამე ჟამს (დაახლოებით დილის 09:00 საათზე), ღვთისმშობლის ამ სოფლიდან გასვლისას საოცარი ნათლით გაბრწყინდა ის ოთახი, რომელშიც იგი იწვა. ღვთიმშობლის პატიოსანი ნეშტი სიონის მთიდან გეთსიმანიაში გადაასვენეს. საეკლესიო სწავლების თანახმად, იესო ქრისტემ თავისი მშობლის წმინდა და უბიწო სული ზეცად აამაღლა. რადგან ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა სიცოცხლის ბოლო წლები სიონის მთაზე გაატარა, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრებს სიონს უწოდებენ.

საქართველოში სიონის სახელწოდებით მრავალი ტაძარი არსებობს და ყველა, მათ შორის თბილისის სიონის ტაძარი 28 აგვისტოს ტაძრის დღესასწაულს აღნიშნავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა