The Times - ირანის ახალი უზენაესი ლიდერი უგონო მდგომარეობაშია და ქალაქ ყუმში მკურნალობენ
Artemis II-ის მისიამ კაცობრიობის ისტორიაში დედამიწიდან ყველაზე შორ წერტილს მიაღწია
დონალდ ტრამპი - არ დაგვეხმარა იაპონია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, სადაც გვყავს 45 000 ჯარისკაცი, რათა კიმ ჩენ ინისგან დავიცვათ, რომელსაც ძალიან კარგად ვუგებ, შემდეგ კი ნატო, ნატო არ დაგვეხმარა - ისინი არ გვჭირდება
დონალდ ტრამპი - ირანის განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი და ეს ღამე შეიძლება ხვალ იყოს
უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სამიზნე სია გადასცა
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი თუ მზად იქნება, შეწყვიტოს უკრაინულ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები, უკრაინა მზადაა, ანალოგიურად უპასუხოს
ისრაელმა ირანში მდებარე ნავთობქიმიურ ქარხანა დაბიმბა
ილჰამ ალიევი - სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე

მარია ბურიჩი - ვხედავთ, საქართველოში მოქალაქეები როგორ იბრძვიან ევროპული გზისთვის

01.07.2023 ნახვები: 549

ვხედავთ, აქ, საქართველოში მოქალაქეები როგორ იბრძვიან ევროპული გზისთვის და მინდა, ხაზი  გავუსვა, რომ ევროპული საბჭო მონდომებულია, რომ თქვენ იყოთ პარტნიორები უკეთესი, მშვიდობიანი მსოფლიოს შენებაში, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა თბილისში, ქალთა კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მარია ბურიჩმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დღეს თბილისში ქალთა კონფერენცია მიმდინარეობს.

„ყველას მადლობას გეტყვით ამ არაჩვეულებრივ კონფერენციაზე დასწრებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ასეთი არაჩვეულებრივი ინიციატივა აქვს, რომ გამოჩნდეს, რამდენი ქალია აქტიურად ჩართული მშვიდობის საკითხებში გლობალურად და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ეს ქალთა ლიდერობის წარმოსაჩენად. გვჭირდება ქალთა უფრო მეტი ჩართულობა, ორივე მნიშვნელოვანია, როგორც ქალები, ასევე მამაკაცები, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იყოს ორივე, ვიმუშაოთ ერთად და ვაშენოთ მსოფლიო მშვიდობა. ამას თავისთავად ზოგჯერ ახალი როლიც მოაქვს, რასაც ვხედავთ უკრაინელ ქალებთან, როგორ ასრულებენ იმ როლებს, რომლისთვისაც არასდროს ყოფილან მზად, იქნება ეს ჯარში, ადმინისტრაციაში, პოლიტიკაში. ისინი ტოვებენ თავიანთ სახლებს, ოჯახებს, შვილებს, ზოგჯერ სრულიად არადაცულ გარემოში და ვხედავთ, როგორ შეუძლიათ ქალებს იბრძოლონ მსოფლიო მშვიდობისთვის, კაცობრიობისთვის. ამას ვხედავთ უკრაინელი ქალების მაგალითზე, ავღანელი ქალების მაგალითზე და ყველას სჭირდება ჩვენი სოლიდარობა, პარტნიორობა და მხარდაჭერა ამ ბრძოლაში. ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოებაც ასევე ერთვება ამ ბრძოლაში, ქალთა უფლებების დაცვისთვის ბრძოლაში, ვინაიდან ეს არის მათი ცხოვრების ხარისხის და ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ხარისხის ნაწილი. ვხედავთ, აქ, საქართველოში მოქალაქეები როგორ იბრძვიან თავიანთი ევროპული გზისთვის და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ევროპული საბჭო, რომელსაც მე წარმოვადგენ, მონდომებულია, რომ თქვენ იყოთ პარტნიორები უკეთესი, მშვიდობიანი მსოფლიოს შენებაში, სადაც მოქალაქეთა უფლებები, მრავალფეროვნება, სხვადასხვა ჯგუფის უფლებები დაცულია, რაც მნიშვნელოვანია ლიდერობის ხარისხის მისაღწევად. მრავალფეროვნება და გაერთიანება, რასაც ვხედავთ ევროკავშირში, ეს არის ის, რაც გვაძლიერებს, რაც გზას გვიკაფავს მშვიდობისკენ და ჩვენთვის სასურველი საზოგადოების შენებისკენ“, – განაცხადა მარია ბურიჩმა.

თბილისში ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია იმართება. კონფერენციაში მონაწილეობენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლა ბეარი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები უიდედ ბუშამაუი, დოქტორი რუთ მიჩელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა