უკრაინული დრონების შეტევის შედეგად რუსეთის პრიმორსკის პორტში ნავთობსადენი დაზიანდა, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში კი ნავთობის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა
ოპოზიციის ალიანსი - აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენ პრიორიტეტი არ ვართ
დონალდ ტრამპი: ეკიპაჟის წევრი, რომელსაც ვეძებდით, ვიპოვეთ და უსაფრთხოდაა
შსს: აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა ქვეყნიდან, დაუწესდა აქ შემოსვლის 3-წლიანი აკრძალვა
წმინდა სინოდის 3 აპრილის სხდომის ოქმი
მეუფე ზენონი - შეიქმნა საარჩევნო კომისია, რაც შეეხება განათლების და ასაკის საკითხს, ამის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მომავალ სხდომაზე
სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევენ, უარი თქვას „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტში ე.წ. პერსონალურ მიდგომაზე

05.04.2023 ნახვები: 555

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები შეშფოთებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონპროექტით გათვალისწინებული ე.წ. პერსონალური მიდგომის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა რთული იქნება, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების, კლოდ კერნისა და ედიტ ესტრელას განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მათ საქართველოში ვიზიტის შემდეგ გამოაქვეყნეს.

„თანამომხსენებლები ხაზს უსვამენ სასამართლო სისტემის რეფორმის გაგრძელების აუცილებლობას, რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი, როგორც ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის როლი. მიუხედავად იმისა, რომ ასამბლეის მიერ 2438 (2022) რეზოლუციის მიღების შემდეგ ნაწილობრივი რეფორმები განხორციელდა, ასამბლეის მიერ რეკომენდებული ჰოლისტიკური რეფორმა, რომელიც ეფუძნება სასამართლო რეფორმების წინა ტალღების მიერ მიღწეული პროგრესის სიღრმისეულ და დამოუკიდებელ შეფასებას, ჯერ კიდევ მისაღებია. ამასთან დაკავშირებით, თანამომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომი რეფორმის აუცილებლობას იმ მიზნით, რომ მოაგვაროს მისი კორპორატივიზმი, გადაწყვეტილების მიღების პროცესების გამჭვირვალობის ნაკლებობა და მართლმსაჯულების სისტემაზე გადაჭარბებული კონტროლი, რაც ძირს უთხრის სასამართლოს დამოუკიდებლობას.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონის კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ თანამომხსენებლები აქებდნენ ხელისუფლების მზაობას, ებრძოლონ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებულ გავლენას, მათ გამოთქვეს შეშფოთება, რომ ამ კანონით გათვალისწინებული ე.წ. პერსონალური მიდგომის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა რთული იქნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, მომხსენებლების აზრით, პოლიტიკური გარემოს უკიდურესი პოლარიზაციის კონტექსტში და სასამართლო სისტემაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონტროლთან დაკავშირებით არსებული კითხვების ფონზე, პერსონალურმა მიდგომამ შეიძლება კანონი დაუცველი გახადოს პოლიტიკური მიზნით ბოროტად გამოყენების მიმართ, რაც ეწინააღმდეგება კანონის დადგენილ მიზნებს.

„თანამომხსენებლები რეკომენდაციას იძლევიან, რომ ხელისუფლებამ უარი თქვას კანონპროექტში ე.წ. პერსონალურ მიდგომაზე ე.წ. სისტემური მიდგომის სასარგებლოდ არსებული მექანიზმების გაძლიერების მიზნით, კერძო ინტერესების არასათანადო გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად, მიდგომა, რომელსაც ასევე აშკარად ანიჭებს უპირატესობას ვენეციის კომისია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა