Partisans sabotage key transit hub for Russian military cargo to Zaporizhzhia front
Eastern-rite Christians celebrate Easter
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,070 over past day
US and Iran fail to reach agreement to end war – JD Vance
Ukrainian air defense downs rare Russian drones Knyaz Veshchiy Oleg and Izdeliye-54
Ukraine’s USFs eliminate over 82,000 Russian troops in 10 months
Electricity imports: PM Svyrydenko holds meeting with Ukrenergo leadership
Macron, Erdoğan discuss war in Ukraine, Middle East situation

შალვა პაპუაშვილი - გიორგი ამილახვარი არის ადამიანი, რომელმაც მთელი პროფესიული კარიერა მიუძღვნა განათლების სისტემას და ამ მხრივ აქვს უდიდესი გამოცდილება

20.03.2023 ნახვები: 544

გიორგი ამილახვარი არის ადამიანი, რომელმაც მთელი პროფესიული კარიერა მიუძღვნა განათლების სისტემას და ამ მხრივ აქვს უდიდესი გამოცდილება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განათლების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ამილახვარის შესაძლო დანიშვნის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

რაც შეეხება უშუალოდ საკადრო ცვლილებას და მინისტრის დანიშვნას, შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს პრემიერ-მინისტრის პეროგატივაა და სწორედ მან უნდა გამოაცხადოს საკადრო ცვლილების შესახებ.

„პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუციებს. პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი სიახლეები გააცნოს საზოგადოებას. რაც შეეხება გიორგი ამილახვარს, ის არის ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი პროფესიული კარიერა მიუძღვნა განათლების სისტემას და ამ მხრივ აქვს უდიდესი გამოცდილება. როგორც ჩვენს გუნდში იყო მთავარი ადამიანი, რომელიც განათლების საკითხებთან დაკავშირებით იყო კომპეტენტური, არამხოლოდ ჩვენს გუნდში, პარლამენტში ამ მხრივ განსაკუთრებული კომპეტენციის მქონე ადამიანია. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა“, –  განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი განათლების ახალ მინისტრს დღეს წარადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელს ამ თანამდებობაზე პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი შეცვლის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა