ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

მიხეილ სარჯველაძე - ცდილობენ ისეთი რეზოლუცია დააინიცირონ, სადაც ეწერება, რომ სააკაშვილი ვერ გადაადგილდება და აგერ კადრი ვრცელდება, რომ გადაადგილდება

ნახვები: 590 მიხეილ სარჯველაძე - ცდილობენ ისეთი რეზოლუცია დააინიცირონ, სადაც ეწერება, რომ სააკაშვილი ვერ გადაადგილდება და აგერ კადრი ვრცელდება, რომ გადაადგილდება

ეს არის მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით ნაკვები რეზოლუციები - ცდილობენ ისეთი რეზოლუცია დააინიცირონ, სადაც ეწერება, რომ ადამიანი ვერ გადაადგილდება და აგერ კადრი ვრცელდება, რომ გადაადგილდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტის 15 თებერვალს დაგეგმილ კენჭისყრას.

სარჯველაძე იმედს გამოთქვამს, რომ ევროპარლამენტარები იმ კადრებს ნახავენ, რომელიც დღეს გავრცელდა (ტელეკომპანია "იმედის" მიერ). სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ამ კადრებით „დასტურდება იმის საპირისპირო, რაშიც მათ ლობისტები არწმუნებენ, რომლებიც ცდილობენ, რომ პოლიტიკური მოტოვებით რეზოლუციები მიაღებინონ."

„ჩვენც ხომ გვაქვს თავმოყვარეობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ შეგვიძლია დასკვნები გავაკეთოთ, ე.ი. იღებს მთელი ევროპარლამენტი დოკუმენტს, რომელშიც წერია, რომ სიკვდილის პირას არის მისული სააკაშვილიო და აგერ ხედავთ კადრებს, რომელშიც ჩანს, რომ ეს არ არის სწორი. ეს არის მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით ნაკვები გადაწყვეტილებები და რეზოლუციები. როცა ლაპარაკობთ სანქციაზე, სანქცია არის სამართალდარღვევაზე პასუხი, ამიხსენით მაშინ, რა არის სამართალდარღვევა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. როცა სამართალდარღვევა არ არსებობს და ცდილობ სანქციებით გაუმკლავდე, ეს ნიშნავს, რომ გაქვს პოლიტიკური ანტიპათია და არა ის, რომ სამართალდარღვევაზე რეაგირებ, ეს მანკიერი პრაქტიკაა. ცდილობენ ისეთი რეზოლუცია დააინიცირონ, სადაც ეწერება, რომ ადამიანი ვერ გადაადგილდება და აგერ კადრი ვრცელდება, რომ გადაადგილდება", - განაცხადა სარჯველაძემ.

ევროპარლამენტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ რეზოლუციას კენჭს 15 თებერვალს უყრიან. შესაბამისი ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ევროპარლამენტში რეზოლუციის ხუთი ტექსტია წარდგენილი, რომელთაგან ორში ბიძინა ივანიშვილის შესახებაც არის საუბარი. ერთი ტექსტის ავტორია „ევროპის სახალხო პარტია“ , მეორესი კი - „ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა