The Times - ირანის ახალი უზენაესი ლიდერი უგონო მდგომარეობაშია და ქალაქ ყუმში მკურნალობენ
Artemis II-ის მისიამ კაცობრიობის ისტორიაში დედამიწიდან ყველაზე შორ წერტილს მიაღწია
დონალდ ტრამპი - არ დაგვეხმარა იაპონია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, სადაც გვყავს 45 000 ჯარისკაცი, რათა კიმ ჩენ ინისგან დავიცვათ, რომელსაც ძალიან კარგად ვუგებ, შემდეგ კი ნატო, ნატო არ დაგვეხმარა - ისინი არ გვჭირდება
დონალდ ტრამპი - ირანის განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი და ეს ღამე შეიძლება ხვალ იყოს
უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სამიზნე სია გადასცა
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი თუ მზად იქნება, შეწყვიტოს უკრაინულ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები, უკრაინა მზადაა, ანალოგიურად უპასუხოს
ისრაელმა ირანში მდებარე ნავთობქიმიურ ქარხანა დაბიმბა
ილჰამ ალიევი - სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე

უკრაინის ომბუდსმენი: რასაც ფოტოზე და ვიდეოზე ვხედავთ არის უკრაინის მოქალაქის წამება

02.02.2023 ნახვები: 548

რასაც ფოტოზე და ვიდეოზე ვხედავთ არის უკრაინის მოქალაქის წამება. ამის შესახებ ტელეგრამზე წერს უკრაინის ომბუდსმენი, დმიტრო ლუბინეცი  და მიხეილ სააკაშვილის სანახავად დაშვებას ითხოვს.

ყველა საჯაროდ უყურებს, როგორ უარესდება მისი მდგომარეობა. და ეს მიუღებელია! კიდევ ერთხელ, საჯაროდ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დამიშვას უკრაინის მოქალაქესთან", - წერს უკრაინის ომბუდსმენი.

მისი თქმით, რამდენჯერმე წერილით მიმართა სახალხო დამცველსა და იუსტიციის სამინისტროს, თუმცა პასუხი არ მიუღია. ის ხელისუფლებას მოუწოდებს, სააკაშვილის სამკურნალოდ გადაიყვანონ და აღნიშნავს, რომ უკრაინა განზე არ დადგება, როცა მისი მოქალაქეები ასეთ პირობებში არიან.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი 1-ელ თებერვალს სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მან სასამართლოს სიტყვით ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა და თქვა, რომ "ერთადერთი, რასაც ითხოვს, ადეკვატური მკურნალობის საშუალების მიცემაა".

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია. მან "არაეთიკური სურათის" ჩვენებისთვის ბოდიში მოიხადა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა